news

ცხადდება მიღება  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამებზე!

 

1.     ცხადდება  მიღება 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სოხუმის სახელმწიფო უნი­ვერ­სი­ტეტის ქვემოთ ჩამოთვლილ სადოქტორო პროგრამებზე:[1]

ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

სადოქტორო პროგრამების ჩამონათვალი

მისაღები  კონტინგენტი

წლიური   გადასახადი (ლარში)

ბიზნესის ადმინისტრირება

აკრედიტირებულია 22.01.2023-მდე

5

2250

 

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტი

სადოქტორო პროგრამების ჩამონათვალი

მისაღები  კონტინგენტი

წლიური   გადასახადი (ლარში)

მყარი სხეულების ფიზიკა

აკრედიტირებულია 25.04.2025-მდე

3

2250

მიკრობიოლოგია

აკრედიტირებულია 4.05.2024-მდე

3

2250

 

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

სადოქტორო პროგრამების ჩამონათვალი

მისაღები  კონტინგენტი

წლიური   გადასახადი (ლარში)

არქეოლოგია

აკრედიტირებულია 18.05.2025-მდე

3

2250

საქართველოს ისტორია

აკრედიტირებულია 28.05.2026-მდე

5

2250

თანამედროვე ქართული ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია

აკრედიტირებულია 04.04.2025            -მდე

5

2250

ქართველური ენათმეცნიერება

აკრედიტირებულია 30.04.2026-მდე

5

2250

 

სადოქტორო პროგ­რა­აზე ჩასარიცხად კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს:

·         შესაბამის სადოქტორო პროგრამაში გაწერილ წინაპირობებს (იხ. შესაბამისი ფაკულტეტის ვებგვერდზე);

·         უც­ხო ენის (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) ცოდნას  B-2 დონეზე;

·         სპეციალობაში ჩატარდება გასაუბრება დარგობრივ კომისიასთან.

 

2.     დოქტორანტურაში სწავლის მსურველს შეუძლია ელექტრონულადდარეგისტრირდეს  მისთვის სასურველ პროგრამაზე და ატვირთოს საჭირო დოკუმენტაცია (იხ. სსუ-ს ვებგვერდზე - სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთათვის)

სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ: დოქტორანტურაში მისაღების სარეგისტრაციო ფორმა.

კონკურსანტმა უნდა შეავსოს/ატვირთოს დოკუმენტაცია ველებზე, რომელიც მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:

·         გვარი, სახელი  - ქართულად და ინგლისურად (საპასპორტო მონაცემების მიხედვით);

·         პირადი ნომერი - პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასატვირთი ველით;

·         ტელეფონის ნომერი, საცხოვრებელი ადგილი;

·         მაგისტრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დი­­­ლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (სსუ-ს კურსდამთავრებულთათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2022 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე დიპლომის გაცემის ბრძანების  მითითებით); ასატვირთი ველით;

·         ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (გაიცემა სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ: ალექსიძის ქ. №1); ასატვირთი ველით;

·         კონკურსანტის მიერ ჩასაბარებელი უცხო ენის მითითება;

·         უცხო ენის ცოდნის (B-2 დონეზე) დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);· გერმანული ენა - Goethe-Zertifikat B2 · ინგლისური ენა - CEFR B2 IELTS exam – 5 BEC exam and CELS exam – Vantage Cambridge exam – FCE Pitman ESOL Intermediate TOEIC – 541 TOEFL – 500 (paper-based) 173 (computer-based) 61 (internet-based) · ფრანგული ენა - Diplôme de Langue Française (DL) (AF) Diplôme d’ Etudes en Langue Française DELF/B2 (CIEP) ასატვირთი ველით;[3]

·         ორი ფერადი ფოტოსურათი (3X4) - ასატვირთი ველით;

·         წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი ან სამხედრო ბილეთიასეთის არსებობის შემთხვევაში (სავალდებულოა ვაჟებისათვის) - ასატვირთი ველით;

·         იძულებით გადაადგილებულ პირთა მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)  ასატვირთი ველით;

·         სოციალურად დაუცველ პითა მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) - ასატვირთი ველით;

·         უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)[4]ასატვირთი ველით;

·         სხვა დოკუმენტითუ ასეთს ითვალისწინებს პროგრამა - ასატვირთი ველით;

·         სასურველი პროგრამის არჩევა და თანხმობის მიცემა (Submit).

3.       დოქტორანტურაში სწავლის მსურველ კონკურსანტს, ასევე, შეუძლია განცხადებით მიმართოს  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს (დანართი 2) და  წარმოადგინოს მეორე პუნქტში მითითებული დოკუმენტაცია სსუ-ს პირველ კორპუსში მისამართზე: ანა პოლიტკოვსკაიას ქ. 61, ოთახი №204.

4.     2022-2023 სასწავლო წლის  სადოქტრო პროგრამებზე  მიღების ვადებად განისაზღვროს:

·         საბუთების მიღება ელექტრონულად ატვირთული ფორმით - 15 აგვისტოს 10.00 საათიდან 2 სექტემბრის 23.00 საათის ჩათვლით; საბუთების მიღება სსუ-ს პირველ კორპუსში -  29 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით (10.00 საათიდან 17.00 საათამდე);

·         გამოცდა უცხო ენაში – 9 სექტემბერი, 10.00 სა­­­თი, სსუ-ს საგამოცდო ცენტრი; მისამართი: ანა პოლიტკოვსკაიას ქ. 26; პირველი სართული;

·         გამოცდის შედეგები გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე 10 სექტემბერს არაუგვიანეს 10.00 საათისა;

·         გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 12 სექტემბერს 10.00 საათიდან - 14.00 საათამდე;

·         სააპელაციო კომისიასთან შეხვედრა - 12 სექტემბერს 14.30 საათიდან -16.00 საათამდე,  მისამართზე: ანა პოლიტკოვსკაიას ქ. 61, ოთახი №204

·         აპელაციის შედეგების გამოცხადება - 12 სექტემბერს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე არაუგვიანეს 17.00 საათისა;

·         დარგობრივ კომისიებთან გასაუბრება სპეციალობაში - 13 სექტემბერს 10.00 საათზე (შესაბამის ფაკულტეტებზე);

·         დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგები  - 13 სექტემბერს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე არაუგვიანეს 17.00 საათისა;

5.     კონკურსანტთა ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადა განისაზღვროს 14 - 24 სექტემბრის ჩათვლით, რაც გულისხმობს სწავლის სემესტრული საფასურის სრულ  გადახდას. თანხის გადახდა შესაძლებელია  ნებისმიერ ბანკში ხაზინის ერთიან ანგარიშზე (ბანკის კოდი: TRESGE22; სახაზინო კოდი: 709047289).  კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს თანხის გადახდის ქვითარი (ასლი) სსუ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტში (ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №61, ოთახი №204) ან გადმოაგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: tpmd@sou.edu.ge

6.       დოქტორანტურაში ჩარიცხვის ბრძანება გამოქვეყნდეს არაუგვიანეს 2022 წლის 28 სექტემბრისა.

 

 

 

  დანართი 2

                                                                            სსიპ- სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის

                                                               რექტორს, ბატონ ზურაბ ხონელიძეს

 

                                                   დოქტორანტობის კანდიდატის (გვარი, სახელი):

 

-----------------------------------------------------------              

 

 

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 

სურვილი მაქვს, სწავლა გავაგრძელო სსიპ-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში   (ქვემოთ შემოხაზულია ჩემთვის სასურველი სადოქტორო პროგრამა)

ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ü  ბიზნესის ადმინისტრირება (აკრედიტირებულია 22.01.2023 წლამდე)

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტი

ü  მყარი სხეულების ფიზიკა (აკრედიტირებულია 25.04.2025 წლამდე)

ü  მიკრობიოლოგია (აკრედიტირებულია 4.05.2024 წლამდე).

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ü  არქეოლოგია (აკრედიტირებულია 18.05.2025 წლამდე);

ü  საქართველოს ისტორია (აკრედიტირებულია 28.05.2026 წლამდე);

ü  თანამედროვე ქართული ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია (აკრედიტირებულია 04.04.2025 წლამდე);

ü  ქართველური ენათმეცნიერება (აკრედიტირებულია 30.04.2026 წლამდე).

 

გთხოვთ, განიხილოთ ჩემი საბუთები და დამიშვათ საკონკურსო გამოცდაზე

 

მიუთითეთ უცხო ენა, რომელსაც გამოცდაზე აბარებთ   ------------------------------------------

 

განმცხადებლის ხელმოწერა:

 

ტელეფონი, ელ-ფოსტა:

 

თარიღი:

 

 



[1]  ორ სადოქტორო პროგრამაზე (კომპიუტერული მეცნიერებები - აკრედიტირებულია 04.04.2022-მდე და გამოყენებითი მათემატიკა -აკრედიტირებულია 18.05.2022-მდე) მიღება გამოცხადდება მოგვიანებით, აკრედიტაციის პროცესის დასრულების შემდეგ.

[2] დოკუმენტაციის სისწორეზე პასუხისმგებელია დოკუმენტების შემომტანი/გამომგზავნი პირი

 

[3]კონკურსანტები, რომლებიც წარმოადგენენ უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელ საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებულ ასლსთავისუფლდებიან უცხო ენის გამოცდიდან.

[4] კონკურსანტები, რომლებიც წარმოადგენენ უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებულ ასლს, თავისუფლდებიან უცხო ენის გამოცდიდან.

Photo gallery