სიახლეები

დომბროვა გურნიჩას  უნივერსიტეტი (პოლონეთი) აცხადებს მიღებას საბაკალავრო ინგლისურენოვან საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამაზე

დომბროვა გურნიჩას  უნივერსიტეტი (პოლონეთი) აცხადებს სპეციალურ მიღებას სამ საბაკალავრო ინგლისურენოვან საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამაზე შემდეგ სპეციალობებზე:

  • მენეჯმენტი
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • კომპიტერული მეცნიერებები

სამივე პროგრამაზე სწავლა უფასოა. ყოველთვიური სტიპენდია წარჩინებული  სტუდენტისათვის  შეადგენს 320 ევროს.

აღნიშნულ პროგრამაზე სწავლა დაიწყება  2017 წლის ოქტომბერში, სწავლის დაწყებამდე ყველა სტუდენტისთვის პროგრამის გაცნობისა და გარემოს  ადაპტაციის მიზნით იმუშავებს  სამ  კვირიანი საზაფხულო სკოლა.

მოცემულ პროგრამებზე ჩასარიცხად  სტუდენტები უნდა აკმაყოფილებდნენ    შემდეგ  პირობებს:

  1. საშუალო  სკოლის ატესტატის ქონა;
  2. ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე ( ინგლისური ენის ცოდნა მოწმდება გასაუბრებაზე);
  3. ასაკი და ეროვნება  შეუზღუდავია.

ონალინ რეგისტრაციისთვის გადადით შემდეგ ბმულზე:

http://www.scholarships.wsb.edu.pl/

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ  პროექტის კოორდინატორს, ქ-ნ. მაია დარასელიას და პროექტის მენეჯერს ,ბ-ნ. რომეო გალდავას .

მისამართი: .ანა პოლიტკოვსკაიას 61, ოთახი 206

ტელეფონი: 995 322 54 14 11
ელ-ფოსტა: m.daraselia17@gmail.com; galdava_romeo@yahoo.com

ფოტო გალერეა