news

დოქტორანტ კლარა გელაშვილის საკვალიფიკაციო ნაშრომის დაცვა

 

2021 წლის 26 თებერვალს 15:00 საათზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე დოქტორანტი კლარა გელაშვილი ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს თემაზე: ომის პარადიგმა თანამედროვე ქართულ მწერლობაში“.

 

სამეცნიერო ხელმძღვანელი:

ნინო მინდიაშვილი – ფილოლოგიის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

 

ოფიციალური რეცენზენტები: 

თამარ პაიჭაძე ფილოლოგიის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;

ნანა კუცია – ფილოლოგიის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

დისერტაციის გაცნობა შესაძლებელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

საკვალიფიკაციო ნაშრომის დაცვა შედგება ონლაინ რეჟიმში.

 

Photo gallery