სიახლეები

დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველთა საყურადღებოდ

სოხუმის სახელმწიფო უნი­ვერ­სი­ტეტის სადოქტორო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა საყურადღებოდ

 

გამოცხადდა მიღება სა­დოქტორო პროგრამებზე (სსუ-ს რექტორის ბრძანება 15/01-10-50; 22.08.19)

 

ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

სადოქტორო პროგრამების ჩამონათვალი

მისაღები  კონტინგენტი

წლიური   გადასახადი (ლარში)

ბიზნესის ადმინისტრირება

აკრედიტირებულია 22.01.2023-მდე

10

2250

 

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტი

სადოქტორო პროგრამების ჩამონათვალი

მისაღები  კონტინგენტი

წლიური   გადასახადი (ლარში)

მყარი სხეულების ფიზიკა

აკრედიტირებულია 25.04.2025-მდე

5

2250

კომპიუტერული მეცნიერებები

აკრედიტირებულია 04.04.2022-მდე

10

2250

გამოყენებითი მათემატიკა

აკრედიტირებულია 18.05.2022-მდე

10

2250

 

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

სადოქტორო პროგრამების ჩამონათვალი

მისაღები  კონტინგენტი

წლიური   გადასახადი (ლარში)

არქეოლოგია

აკრედიტირებულია 18.05.2025-მდე

5

2250

საქართველოს ისტორია

აკრედიტირებულია 28.05.2026-მდე

10

2250

თანამედროვე ქართული ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია

აკრედიტირებულია 04.04.2025-მდე

10

2250

ქართველური ენათმეცნიერება

აკრედიტირებულია 30.04.2026-მდე

10

2250

 

  უცხო ენა ( B2 ტესტი)


        ინგლისური ენა;

        ფრანგული ენა;

        გერმანული ენა;

სადოქტორო პროგ­რა­აზე ჩასარიცხად კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს:

·        შესაბამის სადოქტორო პროგრამაში გაწერილ წინაპირობებს (სადოქტორო პროგრამების სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია შესაბამისი ფაკულტეტის ვებ-გვერდზე;

·        უც­ხო ენის (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) ცოდნას  B-2 დონეზე;

·        სპეციალობაში ჩატარდება გასაუბრება დარგობრივ კომისიასთან (გარდა „საქართველოს ისტორიის“ სადოქტორო პროგრამისა, სადაც გათვალისწინებულია გამოცდის ჩატარება).

 

დოქტორანტურაში სწავლის მსურველმა მიმღებ კომისიას უნდა წარუდგინოს შემ­დე­გი დოკუმენტაცია:

  • პირადი განცხადება სსუ რექტორის სახელზე (იხ. დანართი 1);
  • კონკურსანტის მონაცემები (CV);
  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დი­­­ლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (სსუ-ს კურსდამთავრებულთათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2019 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე დიპლომის გაცემის ბრძანების  მითითებით);
  • ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული: ალექსიძის ქ. №1);
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (ან პასპორტის) ასლი;
  • ორი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4;
  • სამხედრო ვალდებულებასთან დამოკიდებულების დამადასტურებელი საბუთის ასლი (სავალდებულოა ვაჟებისათვის)
  • გამოქვეყნებული ნაშრომების სია და ნაშრომთა ქსეროასლები (ასეთის ქონის შემთხვევაში).

2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დოქტორანტურაში მიღების ვადებად განისაზღვრა:

·        საბუთების მიღება - 20 აგვისტო - 3 სექტემბრამდე; 10.00 სა­­­თიდან 17.00 საათამდე ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა მისამართზე: ანა პოლიტკოვსკაიას ქ. 61, ოთახი №209;

·        გამოცდა უცხო ენაში (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) – 5 სექტემბერი, 11.00 სა­­­თი, სსუ-ს საგამოცდო ცენტრი; მისამართი: ანა პოლიტკოვსკაიას ქ. 26;

·        გამოცდის შედეგები გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე 5 სექტემბერს არაუგვიანეს 19.00 საათისა;

·        გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 6  სექტემბერს 14.00 საათამდე;

·        სააპელაციო კომისიასთან შეხვედრა - 6 სექტემბერს 15.00 საათზე მისამართზე: ანა პოლიტკოვსკაიას ქ. 61, ოთახი №206;

·        აპელაციის შედეგების გამოცხადება - 6 სექტემბერს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე არაუგვიანეს 18.00 საათისა;

·        დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება/გამოცდა სპეციალობაში - 9 სექტემბერს 11.00 საათზე (შესაბამის ფაკულტეტებზე);

·        დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების/გამოცდის შედეგები  - 9 სექტემბერს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე არაუგვიანეს 18.00 საათისა.

·        კონკურსანტთა ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 10-17 სექტემბრით, რაც გულისხმობს სწავლის სემესტრული საფასურის სრულ  გადახდას. თანხის გადახდა შესაძლებელია  ნებისმიერ ბანკში ხაზინის ერთიან ანგარიშზე (ბანკის კოდი: TRESGE22; სახაზინო კოდი: 709047289).  კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს თანხის გადახდის ქვითარი (ასლი)  სსუ დოქტორანტურის და  მაგისტრატურის განყოფილებაში.

·         დოქტორანტურაში ჩარიცხვის ბრძანება გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2019 წლის 20 სექტემბრისა.

ფოტო გალერეა