news

ეკატერინე ფხალაძის დისერტაციის დაცვა

2019 წლის  6 ივნისს 14:00 საათზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ანა პოლიტკოვსკაიას . №26, VII სართული, საპრეზენტაციო დარბაზი) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე დოქტორანტი ეკატერინე ფხალაძე ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დაიცავს დისერტაციას თემაზე: ქართული ლიტერატურული ნარატივის სუბიექტივისტური დისკურსი“ (ბ. ხარანაული, ჯ. ქარჩხაძე, ო. ჭილაძე, ო. ჩხეიძე)“.

სამეცნიერო ხელმძღვანელი: ნანა კუცია - ფილოლოგიის დოქტორი, სსიპ-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;

ექსპერტები: თამარელა წოწორია - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და ნინო მინდიაშვილი - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სსიპ-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;                                                   

ოფიციალური რეცენზენტები:  მაია ჯალიაშვილი - ფილოლოგიის  მეცნიერებათა დოქტორი, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი  და მარინე ტურავა - ფილოლოგიის დოქტორი, სსიპ-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

დისერტაციის გაცნობა შესაძლებელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში.

Photo gallery