სიახლეები

ერთობლივი კვლევების გამოკითხვა პერსპექტიული მიმართულებების დასადგენად JRC-სთან თანამშრომლობისთვის

საქართველოს ექსპერტების ევროპულ კვლევებში ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს განათლების ,მეცნიერების,კულტურისა და სპორტის სამინისტრო ატარებს გამოკითხვებს ევროკავშირის ერთობლივი კვლევების ცენტრთან საერთო პროგრამების განხორციელების პერსპეკტიული მიმართულებების დასადგენად.

ევროკომისიის ერთობლივი კვლევების ცენტრი (joint Research Center,JRC) არის მეცნიერების და ცოდნის სერვისი,რომელიც სხვადასხვა დარგის ექსპერტების ჩართულობით ატარებს სამეცნიერო კვლევების ყველა მიმართულებით  და უზრუნველყობს ევროკავშირის პოლიტიკის დაგეგმარების პროცესს დამოუკიდებელი საექსპორტო დასკვნებით.

ერთობლივი კვლევების ცენტრის სამეცნიერო აქტივობები გაერთიანებულია 10 ძირითად მიმართულებად: აგრარულიმეცნირებები;  ენერგეტიკა და ტრანპორტი; გარემო და კლიმატის ცვლილება; ბირთვული უსაფრთხოება; საზოგადოებრივი უსაფრთხოება; ინოვაცია და განვითარება; ბირთვული უსაფრთხოება;  საზოგადოებრივი უსაფრთხოება; სტანდარტები.

ერთობლივი კვლევის ცენტრთან თანამშრომლობა შესაძლებელია სამეცნიერო ქსელების, თანამშრომლობის ხელშეკრულების ან ევროპული ჩარჩო პროგრამების ფარგლებში. თანამშრომლობა შეიძლება ითვალისწინებდეს შემდეგ აქტივობებს:

მიმდინარე კვლევით პროგრამებსა და პროექტებში მონაწილეობა;

ერთობლივ ტრენინგ პროგრამების შექმნა და განხორციელება;

ახალი ინიციატივების შექმნა, რომელთა მიზანია კვლევითი პროექტების დაფინანსება;

შეხვედრებისა და სემინარების საშუალებით სამეცნიერო/ტექნიკური ცოდნის გაცვლა;

მეცნიერებისა  და ტექნოლოგიების ექსპერტების პერსონალის გაცვლა

თვალსაჩინოების მიზნით იხილეთ ინფორმაცია ერთობლივი კვლევების ცენტრის ლიეტუვასთან და ლატვიასთან თანამშრომლობის მიმართულებებზე: 

ლიეტუვა | ლატვია

დამატებითი ინფორმაცია ერთიან კვლევით ცენტრზე,შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე, ხოლო JRC  პროექტების ფარგლებში მიღებული შედეგების პუბლიკაციების სიის ნახვა შესაძლებელია აქ: პუბლიკაციების სია

დაინტერესების შემთხვევაში  შეგიძლიათ წარმოადგინოთ თქვენთვის საინტერესო მიმართულებები ,ინსტიტუტები, JRC პროექტები ან მომავალი თანამშრომლობის შესაძლო ფორმები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mshukhoshvili@mes.gov.ge


 ერთობლივი სამეცნიერო ცენტრის აქტივობების კოორდინაცია ხორციელდება შემდეგ ცენტრებში:

1)      The for Environment and Sustainability (IES)

2)      The Institute for Energy and Tranport  (IET)

3)      The Institute for Health and Consumer Protection (IHCP)

4)      THE Institute for the Protection and Security of the Citizen ( IPSC)

5)      The Institute for Prospective Technological Studies  (IPTS)

6)      The Insitute For Transuranium Eements (ITU)

7)      The institute for Transuranium Elements (IRMM)

ფოტო გალერეა