სიახლეები

ესტონეთის ელჩის ვიზიტი

2021 წლის 6 ოქტომბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ქალბატონი რინა კალიურანდი. საპატიო სტუმარი შეხვდა უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ხონელიძეს, საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის უფროსს, პროფესორ ინდირა ძაგანიას.

რექტორმა ქალბატონ რინას გააცნო სოხუმის უნივერსიტეტის ისტორია და დღევანდელობა, საუნივერსიტეტო დიპლომატიის კონცეფცია, რამაც სტუმრის დაინტერესება  გამოიწვია. აღინიშნა, რომ რამდენიმე დღეში გამოიცემა რექტორის ახალი სამენოვანი (ქართული, ინგლისური, რუსული) მონოგრაფია, რომელიც საუნივერსიტეტო დიპლომატიის არსს, მიზნებსა და ამოცანებს შეეხება. ამ კვლევის რეცენზირება არა ერთმა ცნობილმა მეცნიერმა და დიპლომატმა ისურვა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნიდან. მათ მიერ ერთხმად ხაზგასმული იქნა „საუნივერსიტეტო დიპლომატიის“ აქტუალურობა და ამ იდეის გლობალური მნიშვნელობა. ბატონმა რექტორმა ესტონეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი წიგნის პრეზენტაციაზე მიიპატიჟა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ესტონეთის ურთიერთობებს.

 ვიზიტის ბოლოს ქალბატონმა ელჩმა მადლიერება გამოხატა გულთბილი დახვედრისთვის. 

ფოტო გალერეა