სიახლეები

ევროპის მკვლევართა ღამე 2018-2019

ევროპის მკვლევართა ღამის მიზანია ევროპელი მკვლევრებისა და ფართო საზოგადოების ერთად შეკრება, კვლევისა და ინოვაციების აქტივობებთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების გაზრდის მიზნით. მსგავსი აქტივობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს, მკვლევრების საქმიანობის საჯარო აღიარების მოპოვებაში. საზოგადოებამ უკეთ უნდა გაიგოს, რა ზეგავლენა აქვს მკვლევართა საქმიანობას თითოეული მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ამასთან, აღნიშნული აქტივობის მიზანია წაახალისოს ახალგაზრდები კვლევითი კარიერის არჩევისკენ.

კონკურსის ფარგლები:

ევროპის მკვლევართა ღამე იმართება ყოველწლიურად, ევროპის მასშტაბი,  სექტემბრის თვის ბოლო პარასკევს და მომდევნო შაბათს. აღნიშნული აქტივობა წარმოადგენს კვლევითი კარიერის პოპულარიზაციისკენ მიმართულ, ევროპული მასშტაბის მქონე საჯარო და მედია ღონისძიებას, რომელიც განკუთვნილია როგორც ახალგაზრდა თაობისთვის, ასევე მათი ოჯახებისთვის. ევროპის მკვლევართა ღამის წინმსწრები-ღონისძიებები შესაძლებელია ჩატარდეს გაზაფხულის ან ზაფხულის პერიოდში, სექტემბერში დაგეგმილი მთავარი ღონისძიების წინ.

ევროპის მკვლევართა ღამის აქტივობებში ყურადღება მახვილდება ფართო საზოგადოებაზე, აქტივობების  ადრესატები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, მიუხედავად იმისა აქვთ თუ არა მათი სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილება. ამასთან, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მოსწავლეებსა და სტუდენტებზე. აქტივობები შესაძლებელია დაიგეგმოს იმგვარად, რომ ჰქონდეს განათლებისა და გართობის კომბინირებული ასპექტები, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც აქტივობების სამიზნე ახალგაზრდების აუდიტორიაა. ამგვარი აქტივობები შეიძლება ჩატარდეს სხვადასხვა ფორმით, მაგალითად, პრაქტიკული ექსპერიმენტები, სამეცნიერო შოუები, სიმულაციები, დებატები, თამაშობები, კონკურსები, ქვიზები და ა.შ.

ევროპის პარალმენტმა და საბჭომ 2018 წელი გამოაცხადეს „კულტურული მემკვიდრეობის ევროპულ წლად“. შესაბამისად, რეკომენდირებულია, რომ ევროპის მკვლევართა ღამის საპროექტო განაცხადებში გათვალისწინებული იყოს კულტურული მემკვიდრეობასთან დაკავშირებული აქტივობები.

სადაც შესაძლებელია, მნიშვნელოვანია, საპროექტო წინადადებაში საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩართულობა, რათა წახალისდეს მეცნიერების შესახებ ფორმალური და არაფორმალური განათლება მოსწავლეებსა და სტუდენტებში სამეცნიერო ცოდნის ბაზის გაუმჯობესების მიზნით.

თითოეული საპროექტო წინადადება უნდა ითვალისწინებდეს, მინიმუმ ევროპის ერთი კუთხის შექმნას, რომელიც ზოგად ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას ევროკავშირის, ასევე ევროპული ფონდების შესახებ –  თუ როგორ აფინანსებს ევროკავშირი მეცნიერებისა და განათლების თანამშრომლობას ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ. აქტივობები ორგანიზებული უნდა იყოს იმ მკვლევრებთან, რომლებიც აქტიურად და პირდაპირ არიან ჩართული ფართო საზოგადოებასთან.  აქტივობებში ჩართულმა მკვლევრებმა მხარი უნდა დაუჭირონ და პოპულარული გახადონ ევროპულ განზომილება, კვლევებსა და ინოვაციებში გენდერული ბალანსსა და ჩართულობა. რეკომენდირებულია ჰორიზონტი 2020 დაფინანსებული მკვლევრების, მათ შორის მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობებში ჩართული მეცნიერების ჩართულობა.

ევროპის მკვლევართა ღამის კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ იურიდიულ პირს, რომელიც დაფუძნებულია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოსა და ჰორიზონტი 2020 პროგრამაში ასოცირებულ ქვეყანაში. საპროექტო წინადადებით მოთხოვნილი ფინანსური დახმარების ხანგრძლივობა შეადგენს მაქსიმუმ 2 წელს, დაწყებული საგრანტო ხელშეკრულებაში მითითებული თარიღიდან. საპროექტო წინადადებაში მოცემული უნდა იყოს ევროპის მკვლევართა ღამის 2 ჯერ ჩატარების აქტივობები (მიყოლებით, 2018 და 2019 წლებში), თუმცა ევროკომისია ასევე განიხილავს საპროექტო წინადადებებს, რომელშიც მხოლოდ ერთი წლის ღონისძიებებია მოცემული.

მაღალი ხარისხის მქონე აპლიკაციებს, რომლებიც ვერ მოიპოვებენ დაფინანსებას, მაღალი კონკურსის მიზეზით, ბიუჯეტის ამოწურვის გამო, მიენიჭებათ ასოცირებული ღონისძიებების სტატუსი.

მოსალოდნელი შედეგი:

  • კვლევებისა და ინოვაციების მნიშვნელობის შესახებ ფართო საზოგადოებაში გაზრდილი ცნობიერება და საზოგადოებაში კვლევების სახელმწიფო დაფინანსებისადმი კეთილგანწყობის გაზრდა ;
  • კვლევის შედეგად საზოგადოების მიერ მიღებული საკვანძო სარგებელის შესახებ ცნობიერების გაზრდა;
  • მკვლევრებისა და მათი პროფესიის შესახებ სტერეოტიპების შემცირება;
  • გრძელვადიან პერსპექტივაში, კვლევითი კარიერის მსურველ ადამიანთა რიცხვის ზრდა;
  • ფართო საზოგადოებაში ევროკავშირის საქმიანობის შესახებ გაუმჯობესებული ცოდნა.

კონკურსის დაფინანსების სქემა: კოორდინაციისა და მხარდაჭერის აქტივობა;

საპროექტო წინადადების წარდგენის ვადა: 2018 წლის 14 თებერვალი, 17:00:00 ბრიუსელის დროით;

სახელმძღვანელო დოკუმენტი აპლიკანტებისთვის

საპროექტო წინადადების სტანდარტული შაბლონი

თვით-შეფასების სტანდარტული ფორმა

საპროექტო წინადადების B ნაწილი შაბლონი.

ინგლისურენოვანი ვერსიის სანახავად გადადით ამ ბმულზე.

ფოტო გალერეა