Erasmus+Mobility from Sokhumi State University to University of Dunaújváros @https://www.facebook.com/uod.official/
გამოცხადდა საბუთების მიღება ERASMUS+ სასტიპენდიო გაცვლით პროგრამაზე უნგრეთის დუნაიუვაროშის უნივერსიტეტში (http://www.uniduna.hu) მეორე და მესამე კურსის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის!
სწავლის პერიოდი: 2019 -2020 წლის გაზაფხულის სემესტრი.
გამოყოფილი ადგილების რაოდენობა: 2 ადგილი.
სწავლების ენა: ინგლისური.
პროგრამაში მონაწილეობისათვის აუცილებელია:
1) შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უფროსთან დუნაიუვაროშის უნივერსიტეტში გასავლელი საგნების (მინიმუმ 30 კრედიტის) შერჩევა. პროგრამების და საგნების ჩამონათვალი იხ. ბმულზე:
https://drive.google.com/file/d/1GTTal-oNPX4iSxY0s5TsvdCDdsgCO9Br/view?ts=5e1c3307
2) საგნების შერჩევის შემდეგ მოცემული აპლიკაციის შევსება:
3) შევსებული აპლიკაციის წარდგენა საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურში (ა.პოლიტკოვსკაიას ქ. 61, პირველი კორპუსი, მე-3 სართული, ოთახი 319).
4) ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა (საერთაშორისო სერთიფიკატის წარდგენა); სერთიფიკატის არარსებობის შემთხვევაში, აპლიკანტები გაივლიან ტესტირებას.
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 20 იანვარი.