სიახლეები

გამოცხადდა საბუთების მიღება ERASMUS+ სასტიპენდიო გაცვლით პროგრამაზე უნგრეთის დუნაიუვაროშის უნივერსიტეტში მეორე და მესამე კურსის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის!

Erasmus+Mobility from Sokhumi State University to University of Dunaújváros @https://www.facebook.com/uod.official/

გამოცხადდა საბუთების მიღება ERASMUS+ სასტიპენდიო გაცვლით პროგრამაზე უნგრეთის დუნაიუვაროშის უნივერსიტეტში (http://www.uniduna.hu) მეორე და მესამე კურსის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის!

 

სწავლის პერიოდი: 2019 -2020 წლის გაზაფხულის სემესტრი.

 

გამოყოფილი ადგილების რაოდენობა: 2 ადგილი.

 

სწავლების ენა: ინგლისური.

 

პროგრამაში მონაწილეობისათვის აუცილებელია:

 

1) შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უფროსთან დუნაიუვაროშის უნივერსიტეტში გასავლელი საგნების (მინიმუმ 30 კრედიტის) შერჩევა. პროგრამების და საგნების ჩამონათვალი იხ. ბმულზე:

https://drive.google.com/file/d/1GTTal-oNPX4iSxY0s5TsvdCDdsgCO9Br/view?ts=5e1c3307

2) საგნების შერჩევის შემდეგ მოცემული აპლიკაციის შევსება:

https://drive.google.com/file/d/1sqMSE8cRCvDLZn9LuDS5RQsVtZzE6Nt7/view?fbclid=IwAR0Cc58-wLzDE-4rQqzaPKKKD-vtIJ5DzqPSNU-NgCaMSZ4Ez-pRkthfATM


3) შევსებული აპლიკაციის წარდგენა საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურში (ა.პოლიტკოვსკაიას ქ. 61, პირველი კორპუსი, მე-3 სართული, ოთახი 319).

4) ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა (საერთაშორისო სერთიფიკატის წარდგენა); სერთიფიკატის არარსებობის შემთხვევაში, აპლიკანტები გაივლიან ტესტირებას.

 

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 20 იანვარი.

ფოტო გალერეა