news

გამოცხადდა საბუთების მიღება ERASMUS+ სასტიპენდიო გაცვლითი პროგრამაზე ვეხტას უნივერსიტეტში (გერმანია)

გამოცხადდა საბუთების მიღება ERASMUS+ სასტიპენდიო გაცვლით პროგრამაზე ვეხტას უნივერსიტეტში (გერმანია).

სწავლის პერიოდი: 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი.

სწავლების საფეხური: ბაკალავრიატი/მაგისტრატურა.

გამოყოფილი ადგილების რაოდენობა: 1 ადგილი.

სწავლების ენა: გერმანული/ინგლისური.


პროგრამაში მონაწილეობისათვის აუცილებელია:


1) შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უფროსთან ვეხტას  უნივერსიტეტში გასავლელი საგნების (მინიმუმ 30 კრედიტის) შერჩევა. პროგრამების და საგნების ჩამონათვალი იხ. ბმულზე:    

გერმანულენოვანი პროგრამები

ინგლისურენოვანი პროგრამები;


2) საგნების შერჩევის შემდეგ მოცემული აპლიკაციის შევსება;


3) შევსებული აპლიკაციის წარდგენა საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურში (ა. პოლიტკოვსკაიას ქ., 61, I კორპუსი, III სართული, ოთახი 319);


4) გერმანულის/ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა (საერთაშორისო სერთიფიკატის წარდგენა); სერთიფიკატის არარსებობის შემთხვევაში, აპლიკანტები გაივლიან ტესტირებას.


აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 16 ოქტომბერი.

Photo gallery