გაცნობებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების დაფინანსებას.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 8 ნოემბრის №1438003 ბრძანების საფუძველზე „გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების" პროგრამის ფარგლებში გრძელდება აღნიშნული კატეგორიის სტუდენტების 2022-2023 სასწავლო წლის სწავლის დაფინანსება.
პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა სწავლის დაფინანსებისთვის განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულ პორტალზე http://socreg.mes.gov.ge 2022
წლის 9 ნოემბრიდან 5 დეკემბრის 18:00 საათამდე.
დეტალური ინფორმაცია პროგრამისა და ელექტრონულად განცხადებების წარდგენის შესახებ, განთავსებულია სამინისტროს ვებგვერდზე www.mes.gov.ge, ბანერში - „გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსება".
დეკანატების საყურადღებოდ!
შეგახსენებთ, რომ ელექტრონული განცხადებების განხილვა და დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მოხდება დეკემბრის ბოლომდე. საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ დახმარება გაუწიოთ პროგრამის ბენეფიციარებს/თქვენი ფაკულტეტის სტუდენტებს რეგისტრაციის გავლაში და მისცეთ შუალედურ/ფინალურ გამოცდებში მონაწილეობის უფლება.