სიახლეები

გაზაფხულის სემესტრის შუალედური გამოცდები დაიწყო

2020 წლის 13 მაისიდან 19 მაისის ჩათვლით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობას გაზაფხულის სემესტრის შუალედური გამოცდები. COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული კარანტინის გამო, აღნიშნული პროცესიც ონლაინ მიმდინარეობს. სსუ-ს აკადემიური საბჭოს დადგენილების შესაბამისად, საგამოცდო პროცესი მიმდინარეობს Zoom-პლატფორმის მეშვეობით და დაშვებულია სტუდენტთა ცოდნის შემოწმება ზეპირი, წერითი და ტესტური მეთოდებით.

წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს.

ფოტო გალერეა