19 ოქტომბრიდან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი გაგრძელდება შერეული (ჰიბრიდული) ფორმატით.
სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებზე თეორიული კომპონენტები განხორციელდება დისტანციურ რეჟიმში, ლაბორატორიული/პრაქტიკული კომპონენტები კი – სააუდიტორიო ფორმატში უსაფრთხოების ყველა რეგულაციის გათვალისწინებით.
საჭიროების შემთხვევაში, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლებელია, ლაბორატორიული/პრაქტიკული კომპონენტი გაცილებით უსაფრთხო პერიოდში დაიგეგმოს.
სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია სტუდენტებს დამატებით მიეწოდებათ.