სიახლეები

ინგუშეთიდან გვილოცავენ

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ ცნობილი ინგუში პოეტის, საზოგადო მოღვაწისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორ, ბატონ ისა ქოძოევისაგან წერილი მიიღო, რომელშიც ჩვენი ძვირფასი ინგუში მეგობარი და გულშემატკივარი ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ულოცავს:

„ძვირფასო ძმებო და დებო! ძვირფასო საქართველოვ! ძვირფასო გენეტიკურად კეთილშობილო და სულით მშვიდობისმოყვარევ, მენტალიტეტითა და სისხლით ჩვენთან ყველაზე ახლოს მყოფო ქართველო ხალხო! გილოცავთ თქვენი სამშობლოს ყველაზე დიდ დღეს. თავისუფლების მოპოვება ადვილი არაა, მაგრამ შეინარჩუნო ის, ასეთი სასურველი, კიდევ უფრო რთულია. მაგრამ, ინგუშური თქმულებებიდან ვიცით, რომ საქართველო უფლისგანაა კურთხეული და ის მას დაიცავს. თქვენი სასიხარულო დღის შუქი ჩვენს გულებში ირეკლება. ფიქრებში, ჩემს მეგობარ ქართველებთან ერთად, მთაწმინდას ვსტუმრობ და ვეხები გმირ-ტიტანთა – მერაბ კოსტავას, ზვიად გამსახურდიას – საფლავთა ქვებს. მშვიდობა და აყვავება თქვენ. ხოლო ყველაფერ იმას, რასაც ქართველის ხელი შეეხება, დალოცვილი იყოს! ჩვენ თქვენ გვიყვარხართ. ღმერთი გფარავდეთ!

P.S. მთელი თვე წვიმდა. დღეს კი გამოიდარა და მზე ანათებს – ეს უფლის ნიშანია!

ისა ქოძოევი, ინგუში და თქვენი ძმა.“

ფოტო გალერეა