სიახლეები

ინტელექტუალური თამაშის „რა, სად, როდის,“ შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატი გაიმართა

2023 წლის 21 აპრილს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სსუ-ის სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით,რა? სად? როდის?“ შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის ხუთივე ფაკულტეტის გუნდები.

 

ჩემპიონატი 3 ტურად წარიმართა. ჯამში ინტელექტუალებს დაესვათ 30 სატურნირო და დამატებით ერთ შეკითხვა მოწვეული სტუმრისგან. წლევანდელ ტურნირზე მოწვეული სტუმარი გახლდათრა სად როდისკლუბის ცნობილი მოაზროვნე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისსამშვიდობო განათლების კვლევითი ცენტრისდირექტორი ბატონი ლევან გერაძე. თამაშისთვის განკუთვნილი კითხვები კი შეადგინარა? სად? როდის?“ ცნობილმა მოაზროვნემ ბატონმა ანტონ ვაჭარაძემ.

 

ტურნირის შედეგად გამოვლინდა 3 საუკეთესო შედეგის გუნდი, რომელთაგან I ადგილი დაიკავა ნამკათათვარმა“ (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები), II ადგილი ერგო გუნდინვიქტუსს“ (საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტები), ხოლო III ადგილი ერგო გუნდსმთიები“ (ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები).

 

ჩემპიონატისსაუკეთესო მოაზროვნის“ საპატიო ტიტული მოიპოვა ცოტნე ჟვანიამ – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ისტორიის მიმართულების, მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტმა.

 

გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სპეციალურად გამოყოფილი პრიზებით. I ადგილზე გასული გუნდი და საუკეთესო მოაზროვნე დააჯილდოვა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნინო თოფურიძემ. II გასული გუნდი შესაბამისი პრიზებით დააჯილდოვა ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ირმა დიხამინჯიამ. III ადგილზე გასული გუნდი კი სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა გიორგი კუპატაძემ.

 

აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული გუნდი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით გამოვარა? სად? როდის?“ ჩემპიონატში, სადაც მონაწილეობს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებელი.

 

ღონისძიების დასასრულს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნინო თოფურიძემ მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებსა და მოაზროვნეებს საინტერესო თამაშისთვის და მზაობა გამოთქვა მომავალში მსგავსი საინტერესო პროექტების მხარდაჭერისთვის.

 

სპორტის კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური და სტუდენტური თვითმმართველობა პროექტის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს პროფესორ ზურაბ ხონელიძეს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ქალბატონ ნინო თოფურიძეს დასამშვიდობო განათლების კვლევითი ცენტრისდირექტორს ცნობილ მოაზროვნეს ბატონ ლევან გერაძეს.

ფოტო გალერეა