სიახლეები

კონსულტაციები თურქეთის რესპუბლიკის სასწავლო სტიპენდიების მოსაპოვებლად

„თურქეთში კურსდამთავრებულთა ასოციაციის“ (თბილისი) /Türkyie Mezunları Birliği Tiflis/ წარმომადგენლებმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ონლაინ-კონსულტაცია გამართეს თურქეთის რესპუბლიკის სასწავლო სტიპენდიების მისაღებად ბაკალავრიატში, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში.

ასოციაციის წარმომადგენლებმა კომპეტენტური და ამომწურავის პასუხები გასცეს სტუდენტთა მრავალრიცხოვან შეკითხვებს.

შეხვედრას დაესწრო და მონაწილეებს მიესალმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, „თურქოლოგიის“ საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ცნობილი ქართველი თურქოლოგი, ბატონი გიორგი ანთელავა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის რესპუბლიკის სასწავლო სტიპენდიების მოსაპოვებლად განაცხადების მიღება 20 თებერვალს სრულდება.

ფოტო გალერეა