news

კორპორაცია „გეფა“-ს წარმომადგენლები სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენეტებს შეხვდნენ


2020 წლის 20 ნოემბერს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის ფარმაციის  სპეციალობის პირველკურსელებისა და კორპორაცია „გეფას“ წარმომადგენლების ონლაინ-შეხვედრა.

კორპორაცია „გეფა“-სა და სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის 2017 წელს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რაც ითვალისწინებს სტუდენტების დასაქმებას, სტაჟირებას და პროფესიულ პრაქტიკას.

„გეფა“ აერთიანებს და მართავს „ჯიპისის“ და „ფარმადეპოს“ სააფთიაქო ქსელებს.

კორპორაცია  „გეფა“-ს საქმიანობისა და დასაქმების შესახებ ინფორმაცია სტუდენტებს  მიაწოდეს კორპორაციის წარმომადგენლებმა:

  • თეონა ჯოჯუა – კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი

  • ლიკა ხარატიშვილი – მოტივაციის მენეჯერი

  • ნინო ზაზაძე – შერჩევის სპეციალისტი

  • დიანა ფეიქრიშვილი – შერჩევის სპეციალისტი

შეხვედრის ფარგლებში კორპორაცია  „გეფა“-ს წარმომადგენლებმა სტუდენტებს შესთავაზეს მათთან დასაქმება სხვადასხვა პოზიციაზე.


Photo gallery