სიახლეები

მაგიდის ჩოგბურთში შიდა საუნივერსიტეტო ტურნირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 2022 წლის 13 მაისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს შორის მაგიდის ჩოგბურთში შიდა საუნივერსიტეტო ტურნირი ჩატარდა.

ტურნირში სხვადასხვა ფაკულტეტის 16 სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. დაძაბულ, მაგრამ მეგობრულ ასპარეზობაში, გამოვლინდა 3 გამარჯვებული:

 

I ადგილი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტმა მიხეილ დარჩიამ მოიპოვა.

II ადგილი განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის II კურსის სტუდენტ ეკა სხულუხიას ხვდა წილად.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის III კურსის სტუდენტ აკო ფაფაკერაშვილი კი III ადგილს დასჯერდა.

 

გამარჯვებულებს სპეციალური მედლები და ფულადი ჯილდო გადაეცათ.

 

ფოტო გალერეა