news

მარიამ ხეცურიანი ფონდ „იავნანას“ სტიპენდიანტია

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის გეოგრაფიის საბაკალავრო პროგრამის მე-8 სემესტრის სტუდენტი მარიამ ხეცურიანი 2017 წელს ჩაირიცხა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის საბაკალავრო პროგრამაზე.

მარიამ ხეცურიანი გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებითა და სანიმუშო ყოფაქცევით.

ის 2018-2021 წლებში მონაწილეობდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების სამეცნიერო კონფერენციებში. ორჯერ დასახელდა ფაკულტეტის სტუდენტთა კონფერენციის საუკეთესო მომხსენებლად. მოხსენების თემები: „ქართული გეოგრაფიული სკოლა“ (2018 წელი), „სტიქიური პროცესების განვითარება კახეთის რეგიონში“ (2019 წელი).

მარიამ ხეცურიანი ასევე მონაწილეობდა 2021 წლის 20 იანვარს გამართულ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის ქიმიის მიმართულების სტუდენტთა ონლაინ კონფერენციაში – „ქიმია ახალი გამოწვევების წინაშე“. მოხსენების თემა: „გოგირდწყალბადი შავ ზღვაში“.

მარიამი სახელწიფო სტიპენდიანტია, მისი GPA ყოველ სემესტრში შეადგენს 4.0-ს.

მ. ხეცურიანი აქტიურად მონაწილეობს ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ღონისძიებებში, გეოგრაფიული და ეკოლოგიური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებაში, საველე და სასწავლო გასვლითი პრაქტიკების ორგანიზებასა და წარმატებით გავლაში. იგი კეთილსინდისიერად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. აქტიურად მონაწილეობს სტუდენტურ ცხოვრებაში.

2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრისთვის ფონდ „იავნანას“ სახელობითი სტიპენდიის მისაღებად საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტმა წარადგინა გეოგრაფიის საბაკალავრო პროგრამის მე-8 სემესტრის წარჩინებული სტუდენტი მარიამ ხეცურიანი. უნივერსიტეტის მასშტაბით ყველა სტუდენტს შორის მარიამს ჰქონდა უმაღლესი შეფასება. მისი საშუალო ქულა 100-ა და, შესაბამისად, მარიამს ერგო ეს ჯილდო.

 

Photo gallery