სიახლეები

მასარიკის უნივერსიტეტში DARE -ს პროექტის  ფინალური კონფერენცია გაიმართა

2018 წლის 8-11 ოქტომბერს ჩეხეთში, მასარიკის უნივერსიტეტში (ქ. ბრნო) ევროკავშირის პრო­გ­რამის Erasmus+ -ის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის  DARE -ს  ფინალური კონფერენცია გაიმართა.  2015-2018 წლებში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩართული იყო DARE -ს განხორციელების პროცეში. პრო­ე­ქ­ტი ით­ვა­ლი­­სწინებდა სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების: ეროვნული უმცირესობების, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე, სოციალურად დაუცველი კონ­ფლიქტისპირა რეგიონების   სტუდენტების უმაღლესი განათლების მიღების ხელშემწყობი მექანიზმების შემუშავებას.

პროექტის ბენეფიციარები იყვნენ: ისრაელის, საქართველოს და ევროკავშირის  ქვეყნების უნივერსიტეტები. ისრაელიდან: ხაიფას უნივერსიტეტი (პროექტის კოორდინატორი), გორდონის  განათლების აკადემიური კოლეჯი, აჰვას აკადემიური კოლეჯი და საფირის აკადემიური კოლეჯი; საქართველოდან: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; ევროკავშის  ქვეყნებიდან: განათლების ევროპული წვდომის ქსელი (დიდი ბრიტანეთი), მურსიის უნივერსიტეტი (ესპანეთი), იასის ალესანდრ იოან გუზას უნივერსიტეტი (რუმინეთი), კაუნასის უნივერსიტეტი (ლიტვა),  მასარიკის უნივერსიტეტი (ჩეხეთი).

პროექტის ფარგლებში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა  ქართული და ინ­გ­ლი­სური ენების უფასო სასწავლო კურსები ეროვნულ უმცირესობათა, სოციალურად დაუ­ც­ვე­ლთა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე სტუდენტებისთვის. უნივერსიტეტში შემოტანილი დიდი რაოდენობით თანამედროვე სასწავლო - პრაქტიკული ტექნიკის საფუძველზე გაიზრდა სამიზნე ჯგუფების სტუდენტთა ციფრული ტექნლოგიების ხელმისაწვდომობა. პროექტის ფარგლებში შეძენილი იქნა სამი ინტერაქტიული დაფა შესაბამისი კომპი­უ­ტე­რებით (ორი განათლების ფაკულტეტის, ხოლო ერთი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისათვის), ორი ციფრული ტელევიზორი, მოეწყო კომპიუტერული კლასი განათლების ფაკულტეტზე,  პრინტერები და სხვა აუცილებელი ტექნიკა, რომელიც სასწავლო პროცესისა და პროექტის განხორციელებისთვის იყო საჭირო.

უნივერსიტეტის ინსტიტუციური განვითარების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი იყო 2017 წლის 25-28 აპრილს ევროპული წვდომის ქსელის (დიდი ბრიტანეთი) მიერ განხორციელებული  ტრენინგები სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, როგორც აკადემიური და ადმინისტრაციული, ასევე სტუდენტებისათვის. ტრენინგებში მონაწილეობდა სსუ-ს ყველა ფაკულტეტის სტუდენტთა რეგისტრაციის სამსახური, ასევე განათლებისა  და სხვა ფაკულტეტებზე დასაქმებული სსუ-ს აკადემიური და მოწვეული პერსონალი, სტუდენტები და ა. შ.  იმავე  ევროპული წვდომის ქსელის მიერ ტრენინგები გაიმართა 2018 წლის აპრილში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. აღნიშნული ტრენინგები დასრულდა შესაბამისი სერტიფიკატების გადაცემით.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა  დიდი მუშაობა ჩაატარა პროექტის დისიმინაციის თვალსაზრისით: განახორციელა ოთხი სატელევიზიო გამოსვლა, მათ შორის ერთი თარგმნა ინგლისურ ენაზე, ჩაატარა ერთი საერთაშორისო კონფერენცია (20-21.10.2017), რომელშიც  10 ქვეყანა მონაწილეობდა,  სამი  ეროვნული კონფერენცია (26. 04. 2017;  28.10. 2017 და 30. 06. 2018); სსუ-ს გუნდის წევრები   DARE -ს   თემატიკით სხვა ინსტიტუციებში  მონა­წი­ლე­ო­ბ­დნენ რამდენიმე საერთაშორისო და ეროვნულ კონფერენციაზე, სადაც წარადგინეს მოხსენებები ეროვნულ უმცირესობათა, სპეციალური საჭიროებების მქონე სტუდენტების, ინკლუზიური განათლებისა და  განათლების პოლიტიკის  საკითხებზე;

მასარიკის უნივერსიტეტის შეხვედრა ითვალისწინებდა მონაწილე უნივერსიტეტების საბოლოო ანგარიშების წარდგენას, პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების, სამეცნიერო საქმიანობისა და  პროექტში მონაწილე  უნივერსიტეტების სამომავლო ურთიერთობების დაგეგმვას. სსუ-დან შეხვედრაში მონაწილეობდნენ და შესაბამისი ანგარიშით წარდგნენ პროექტის კოორდინატორი სსუ-ში, განათლების ფაკულტეტის დეკანი, პროფ. ლია ახალაძე და პროექტის წევრი ნინო წულაია.

ფოტო გალერეა