news

მასწავლებელთა აღიარების რეგიონული კონკურსი

2021 წლის 16 ივლისს USAID-ის საბაზისო პროგრამის ფარგლებში მასწავლებელთა აღიარების რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. დაჯილდოების ცერემონიალზე გამოვლინდნენ მცხეთა-მთიანეთისთბილისისქვემო ქართლისსამცხე-ჯავახეთის საუკეთესო მასწავლებლები.

მასწავლებელთა რეგიონული კონკურსი წელს პირველად გაიმართა და მისი მიზანია წარმოაჩინოს და წაახალისოს მოტივირებულიშემოქმედებითიგამოცდილი თუ ახალბედა მასწავლებლებიდა ამავდროულადგაზარდოს საზოგადოების ინფორმირებულობა დაწყებითი განათლებისკერძოდ კითხვისა და მათემატიკის მნიშვნელობის შესახებ.

ღონისძიებას საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ესწრებოდამან პირადად დააჯილდოვა გამარჯვებული თბილისისქვემო ქართლისსამცხე-ჯავახეთის და მცხეთა მთიანეთის წარმატებული მასწავლებლები. ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა და გამარჯვებულ პედაგოგებს წარმატება მიულოცა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ, USAID-ის საბაზისო პროგრამის ხელმძღვანელმა ნენსი პარქსმა.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მცხეთა-მთიანეთის რეგიონის საუკეთესო პედაგოგები გახდნენ ის მასწავლებლები, რომლებსაც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტრენერები გასული წლის შემოდგომიდან ამა წლის მაისის ჩათვლით უტარებდნენ ტრენინგებს წიგნიერებასა და მათემატიკის მიმართულებით. აღნიშნული ტრენინგები იყო სკოლისა და უნივერსიტეტის კომუნიკაციის საუკეთესო თანამშრომლობის მაგალითი.

 

მცხეთა-მთიანეთის რეგიონის გამარჯვებული მასწავლებლები არიან:

ტატიანა ცერცვაძე, მცხეთის #1 საჯარო სკოლა  დაწყებით საფეხურზე კითხვის (მშობლიური ენისა და ლიტერატურისსაუკეთესო დამწყები მასწავლებელი;

ინგა ხალიბეგაშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის საჯარო სკოლა –  „დაწყებით საფეხურზე კითხვის (მშობლიური ენისა და ლიტერატურისსაუკეთესო მასწავლებელი;

გულნარა თაბაგარი, მცხეთის #1 საჯარო სკოლა – „დაწყებით საფეხურზე მათემატიკის საუკეთესო მასწავლებელი“.

 

მცხეთა-მთიანეთის რეგიონის გამარჯვებულ პედაგოგებს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის სახელით, გამარჯვება მიულოცა და პროფესიული განვითარების გზაზე მომავალი წარმატებები უსურვა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა თამარ შინჯიაშვილმა.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს კონკურსში გამარჯვებულ თითოეულ მასწავლებელს ამ აღიარებას.

 

 

Photo gallery