news

მემორანდუმი ისრაელის უმაღლეს სასწავლებელთან

2021 წლის 12 ნოემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კარმელის  კოლეჯთან (ისრაელი).

ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში,  ერთობლივი საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტები განხორციელდება; ჩატარდება სემინარები, კონფერენციები, სიმპოზიუმები, კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ და კარმელის კოლეჯის რექტორმა, დოქტორმა აკრამ ჰასონმა.

„ქართველ და ებრაელ ხალხს  ყოველთვის ჰქონდა ერთმანეთის განსაკუთრებული სიყვარული და მეგობრობა. მოხარული ვარ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ისრაელში კიდევ ერთი ახალი მეგობარი შეიძინა. განათლების კვალდაკვალ, ამ ორი მოძმე ერის ურთიერთობა უფრო ღრმავდება და დარწმუნებული ვარ სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი ერთობლივი პროექტი გვექნება“, – აღნიშნა ბატონმა ზურაბ ხონელიძემ.

„განათლება მნიშვნელოვანია ჩვენი მომავალი თაობისთვის. მოხარული ვარ, რომ ერთად გადავდგით ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი და საფუძველი ჩავუყარეთ კიდევ ერთი ახალი მეგობრობის ხიდის მშენებლობას“, – განაცხადა ბატონმა აკრამ ჰასონმა.

მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ, ერთობლივ პროექტებთან დაკავშირებული, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 

Photo gallery