news

მინიაპლიკაცია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიახლეებისთვის

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული ინოვაციებისა და ელექტრონული სერვისების მართვის ცენტრის ძირითადი საქმიანობაა, სასწავლო პროცესის ავტომატიზება მისივე ბაზაზე შექმნილი პროგრამული პროდუქტის Studlab ელექტრონული სისტემის გამოყენებით, სსუ-ს ოფიციალური ვებგვერდის პროგრამულ მხარდაჭერა და ასევე ახალი პრიორიტეტების განსაზღვრა, მათი ციფრული იმპლემენტაცია.


2020 წელს ცენტრის პროგრამისტებმა სსუ-ს სტუდენტებისთვის შექმნეს საქართველოს ბანკის ინტერნეტბანკისა და მობაილბანკის საშუალებით სწავლის საფასურის გადახდის აპლიკაცია.


ამჯერად შემოთავაზებულია ახალი სერვისი – ლიცენზირებული მინიაპლიკაცია  Android-პლატფორმისთვის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიახლეებისთვის. Google Play Store-დან ყველა დაინტერესებული მომხმარებელი მარტივად შეძლებს მის გადმოწერას.


სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული ინოვაციებისა და ელექტრონული სერვისების მართვის ცენტრი მუდმივად ზრუნავს ჩვენი უნივერსიტეტელებისა და მისი გულშემატკივრების კომფორტის შექმნაზე.


Photo gallery