news

მონაწილეების შერჩევა სასერტიფიკატო კურსზე „კონფლიქტების მართვა: სამხრეთ კავკასიის სიტუაციური ანალიზი“

 

მონაწილეების შერჩევა სასერტიფიკატო კურსზე „კონფლიქტების მართვა: სამხრეთ კავკასიის სიტუაციური ანალიზი“

 

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი  შვეიცარიულ საერთაშორისო ორგანიზაცია „HEKS-EPPER“-ის ფინანსური მხარდაჭერით,  „მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის“ პროექტის „ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში’’-ს  ფარგლებში  აცხადებს მიღებას სასერტიფიკატო კურსზე „კონფლიქტების მართვა: ,,სამხრეთ კავკასიის სიტუაციური ანალიზი“.

 

კურსი  მიზანია საფუძვლიანი პრაქტიკული და თეორიული ცოდნის გაზიარება კავკასიაში არსებული კონფლიქტების და მათი პოლიტიკურ-სოციალური და ეკონომიკური გავლენის შესახებ. კურსი დაყოფილია ორ ნაწილად, საიდანაც პირველი ნაწილი დაეთმობა ლექცია-სემინარებს, ხოლო მეორე ნაწილი პრაქტიკულ უნარებს კერძოდ, მოლაპარაკებების ტექნიკებს, როლურ თამაშებსა და მოლაპარაკებების სიმულაციებს.

კურსს გაუძღვებიან თემაზე მომუშავე მოწვეული სპეციალისტები.

 

პროგრამის ხანგრძლივობა:  12 ლექცია
დღეოთხშაბათი/პარასკევი
ხანგრძლივობა:  ორი საათი
პროგრამის დაწყების თარიღი5 ნოემბერი

ლექციების ჩატარების დრო: 18:00
ლექციების ჩატარების ადგილი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი,                                მის: ა. პოლიტკოვსკაიას 61
სწავლების ენა:  ქართული

პროგრამაზე სწავლება არის უფასო და სრულად დაფინანსებულია HEKS-EPPER“-ის მიერ.

 

პროგრამის სამიზნე აუდიტორია 

პროგრამაში მონაწილეთა შერჩევისასუპირატესობა მიენიჭებათ   სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სტუდენტებსთუმცაასევეგანიხილება  სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებისგან წარმოდგენილი განაცხადები.

 

სერტიფიკატი

პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, გაიცემა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საერთაშორისო ორგანიზაცია „HEKS-EPPER“-ის და  „მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის ერთობლივი ინგლისურენოვანი სერტიფიკატი.

სერტიფიკატის აღების წინაპირობაა 80%-იანი დასწრება და აქტიურობა, საუკეთესო მონაწილეებს გადაეცემათ კურსის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები.

რეგისტრაცია  

 დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილისადაც არგუმენტირებულად იქნება აღნიშნულ პროექტში თქვენი მონაწილეობის მოტივაციაშემდეგ ელ-ფოსტაზე:  conflictcurs@gmail.com

 

რეგისტრაციის ბოლო ვადა:  2  ნოემბერი

 

საკონტაქტო პირი:

როდამი ცომაია
მობ: + 995 577 482444;

 

ელიკო ბენდელიანი
მობ:+995 555 525959 

Photo gallery