სიახლეები

მონაწილეების შერჩევა სასერტიფიკატო კურსზე „კონფლიქტების მართვა: სამხრეთ კავკასიის სიტუაციური ანალიზი“

 

მონაწილეების შერჩევა სასერტიფიკატო კურსზე „კონფლიქტების მართვა: სამხრეთ კავკასიის სიტუაციური ანალიზი“

 

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი  შვეიცარიულ საერთაშორისო ორგანიზაცია „HEKS-EPPER“-ის ფინანსური მხარდაჭერით,  „მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის“ პროექტის „ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში’’-ს  ფარგლებში  აცხადებს მიღებას სასერტიფიკატო კურსზე „კონფლიქტების მართვა: ,,სამხრეთ კავკასიის სიტუაციური ანალიზი“.

 

კურსი  მიზანია საფუძვლიანი პრაქტიკული და თეორიული ცოდნის გაზიარება კავკასიაში არსებული კონფლიქტების და მათი პოლიტიკურ-სოციალური და ეკონომიკური გავლენის შესახებ. კურსი დაყოფილია ორ ნაწილად, საიდანაც პირველი ნაწილი დაეთმობა ლექცია-სემინარებს, ხოლო მეორე ნაწილი პრაქტიკულ უნარებს კერძოდ, მოლაპარაკებების ტექნიკებს, როლურ თამაშებსა და მოლაპარაკებების სიმულაციებს.

კურსს გაუძღვებიან თემაზე მომუშავე მოწვეული სპეციალისტები.

 

პროგრამის ხანგრძლივობა:  12 ლექცია
დღეოთხშაბათი/პარასკევი
ხანგრძლივობა:  ორი საათი
პროგრამის დაწყების თარიღი5 ნოემბერი

ლექციების ჩატარების დრო: 18:00
ლექციების ჩატარების ადგილი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი,                                მის: ა. პოლიტკოვსკაიას 61
სწავლების ენა:  ქართული

პროგრამაზე სწავლება არის უფასო და სრულად დაფინანსებულია HEKS-EPPER“-ის მიერ.

 

პროგრამის სამიზნე აუდიტორია 

პროგრამაში მონაწილეთა შერჩევისას, უპირატესობა მიენიჭებათ   სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სტუდენტებს, თუმცა, ასევე, განიხილება  სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებისგან წარმოდგენილი განაცხადები.

 

სერტიფიკატი

პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, გაიცემა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საერთაშორისო ორგანიზაცია „HEKS-EPPER“-ის და  „მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის ერთობლივი ინგლისურენოვანი სერტიფიკატი.

სერტიფიკატის აღების წინაპირობაა 80%-იანი დასწრება და აქტიურობა, საუკეთესო მონაწილეებს გადაეცემათ კურსის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები.

რეგისტრაცია  

 დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი, სადაც არგუმენტირებულად იქნება აღნიშნულ პროექტში თქვენი მონაწილეობის მოტივაცია, შემდეგ ელ-ფოსტაზე:  conflictcurs@gmail.com

 

რეგისტრაციის ბოლო ვადა:  2  ნოემბერი

 

საკონტაქტო პირი:

როდამი ცომაია
მობ: + 995 577 482444;

 

ელიკო ბენდელიანი
მობ:+995 555 525959 

ფოტო გალერეა