news

მსოფლიო რაგბის ელიტარული კატეგორიის მსაჯის წარმატების ფორმულა

 2022 წლის 30 სექტემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი, მსოფლიო რაგბის ელიტარული კატეგორიის მსაჯი ნიკა ამაშუკელი უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და მათ მისი წარმატების ფორმულაზე ესაუბრა.


ნიკა ამაშუკელის სახელს არაერთი მნიშვნელოვანი ტურნირი უკავშირდება და მსოფლიოში ის ერთ-ერთი ახალგაზრდა რეფერია.


სტუდენტებთან საუბრისას ის შეეხო რაგბით დაინტერესების ისტორიას, შემდგომ რაგბისტობის პერიოდს და ბოლოს იმ გზაზე ისაუბრა, სადაც მან განსაკუთრებული წარმატება და მსოფლიო აღიარება მოიპოვა: რაგბის მსაჯის კარიერა.


მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოში სახელოვანმა ახალგაზრდა მსაჯმა უმაღლესი განათლების მისაღებად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი აირჩია. 


შეხვედრის მსვლელობისას ნიკამ სტუდენტთა არა ერთ საინტერესო კითხვას უპასუხა და ბოლოს მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო.

Photo gallery