სიახლეები

ნინო მაშიას დისერტაციის დაცვა

2019 წლის 30 იანვარ 13:00 საათზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ანა პოლიტკოვსკაიას . №26, VII სართული, საპრეზენტაციო დარბაზი) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე დოქტორანტი ნინო მაშია დაიცავს დისერტაციას თემაზე: სასოფლო-სამეურნეო ტერმინოლოგია მეგრულ-ლაზურში“.

სამეცნიერო ხელმძღვანელი: მერაბ ნაჭყებია - ფილოლოგიის დოქტორი, სსიპ-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;

ოფიციალური რეცენზენტები: ჭაბუკი ქირია - ფილოლოგიის დოქტორი, თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

ლევან ფაჩულია - ფილოლოგიის დოქტორი, სსიპ-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

დისერტაციის გაცნობა შესაძლებელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში.

ფოტო გალერეა