სიახლეები

პლატფორმა Zoom-მა სისტემა განაახლა

2020 წლის 9 მაისს პლატფორმა Zoom-მა სისტემა განაახლა (ვერ. 5.0.2 (24046.0510)) და მისი დაცულობის ხარისხი კიდევ უფრო გაზარდა. თუკი ადრე Zoom-ის უფასო და საბაზისო მომხმარებლებს შეეძლოთ უარი ეთქვათ პაროლის გამოყენებაზე, 9 მაისის ცვლილებით ეს უკვე შეუძლებელი გახდა. ამიერიდან პაროლი იმთავითვეა ინტეგრირებული მომხმარებლის საიდენტიფიკაციო ნომერთან. ამიტომ, ონლაინ-შეხვედრის ორგანიზებისას, მომხმარებელმა შეხვედრის მონაწილეს უნდა მიაწოდოს როგორც მისი ID, ასევე – პაროლიც.

 

შესაძლებელია, მომხმარებელმა პაროლი მუდმივად, ყოველი ონლაინ-შეხვედრისათვის, ცვალოს (ამ დროს მონიშნულია Generate Automatically) ან მუდმივად ერთი და იგივე სიმბოლოები შეინჩუნოს საამისოდ (ამ დროს მონიშნულია Personal Meeting ID).

 

მომხმარებლის პაროლი შეხვედრის დაგეგმვის განყოფილებაშია ნაჩვენები.

ფოტო გალერეა