სიახლეები

პროფესორ რუსუდან გაჩავას სახელობის კაბინეტი გაიხსნა

        2020 წლის 19 ოქტომბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორმა პიერ კლუემ გახსნეს ღვაწლმოსილი პედაგოგის, მეცნიერის, საფრანგეთის რესპუბლიკის პალმის რტოს ორდენის კავალერის, არაერთი თაობის აღმზრდელის რუსუდან გაჩავას სახელობის ფრანგული ენის კაბინეტი.

        რექტორმა ზ. ხონელიძემ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებისა და ქართულ-ფრანგული მეგობრობის გაღრმავების საქმეში პროფესორ რ. გაჩავას ღვაწლის შესახებ ვრცლად ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოსთან დამყარებულ მჭიდრო კავშირებსა და დაგეგმილ ერთობლივ ღონისძიებებზე და დაგეგმილი ერთობლივი ღონისძიებების მნიშვნელობას.

        ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი ნინო თოფურიძე, რექტორის მრჩეველი სასწავლო და სამეცნიერო მუშაობის დარგში, პროფესორი დავით ჯალაღონია, საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის უფროსი, პროფესორი ინდირა ძაგანია, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მერაბ ნაჭყებია, ფრანგული ფილოლოგიის ხელმძღვანელი, პროფესორი ქეთინო გალობერი, უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, რუსუდან გაჩავას ქალიშვილი ნანა კაჭაბავა და შვილიშვილები.

        კაბინეტს საქართველოს ფრანგულმა ინსტიტუტმა საჩუქრად გადასცა წიგნები ფრანგულ ენაზე და ფრანგი მწერლების ნაწარმოებების ქართული თარგმანები. აქვე აღვნიშნავთ, რომ სსუ ერასმუსის ფარგლებში თანამშრომლობს ლორეანის  და ლილის (საფრანგეთი) უნივერსიტეტებთან, რაც ახალ შესაძლებლობებს აძლევს სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს ეზიარონ ევროპულ განათლებას.

        პროფესორი რუსუდან გაჩავა 90 წლის ასაკში 2020 წლის 18 ივნისს გარდაიცვალა.

ფოტო გალერეა