news

ქართულ-ებრაული აკადემიური პარტნიორობა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ძალიან მჭიდრო ურთიერთობები აქვს ჩამოყალიბებული ისრაელის არა ერთ უმაღლეს სასწავლებელთან. ტარდება ერთობლივი კონფერენციები, ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორები ებრაელ კოლეგებთან ერთად აქტიურად თანამშრომლობენ ევროკავშირის საგრანტო პროექტებში.

2021 წლის 10 ნოემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს შეხვდა ისრაელის დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა ქნესეთის ყოფილი დეპუტატისაქართველო-ისრაელის მუდმივმოქმედი ჯგუფის წევრიკარმელ კოლეჯის პრეზიდენტი, პროფესორი აკრამ ჰასონი.

შეხვედრა ქართულ-ებრაული ურთიერთობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატში გაიმართაგადაწყდა, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ებრაელი კოლეგების თანამონაწილეობით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ბატონ  მიხეილ ჩხენკელის უშუალო მხარდაჭერით, შეიქმნება და ამოქმედდება ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) სადოქტორო პროგრამარომელზეც ისრაელის მოქალაქეებიც ისწავლიან.

ეს პროგრამა იქნება უპრეცენდენტო მოვლენა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში და ამ იდეაზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მუშაობა არის ისრაელის სახელმწიფოს აკადემიური წრეების მიერ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განსაკუთრებული როლისა და მისიის აღიარება და დაფასება.

Photo gallery