სიახლეები

ქართველ და თურქ წყაროთმცოდნეთა  ძიებანი

ქართველ და თურქ წყაროთმცოდნეთა  ძიებანი -

მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმი გორში

 

მეორე წელია ქართველმა და თურქმა ისტორიკოსებმა ტრადიციად აქციეს  ყოველ­წ­ლიური  საერთაშორისო შეხვედრები  ისტორიულ წყაროთმცოდნეობაში. მასპინძელ უნივერსიტეტთან ერთად იდეის ავტორი და თანადამფინანსებელია თურქეთის მხარე თუ­­ქეთის საისტორიო საზოგადოება (თავმჯ­დო­მარე რეფიკ თურანი). თურქეთის მხრიდან პროექტის კოორდინატორი და ორგანიზატორია 19 მაისის უნივერსიტეტის პროფესორი იბრაჰიმ თელლიოღლუ. საქართველოს მხრიდან პროექტის განხორციელებაში აქტიურადაა ჩართული სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი როინ ყავ­რე­ლი­­ვი­ლი, რომელიც სიმპოზიუმების საორგანიზაციო საქმიანობას, სამეცნიერო შრომების კრებულებისა და პროგრამების თარგმანისა  და კონფერენციების თარჯიმნის როლს  უკვე  მე­სამე  წელია  თავდადებით ეწევა.

სიმპოზიუმამდე, 2016 წელს, ქართველ და თურქ მეცნიერთა სამუშაო სემინარს უმასპინძლა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. ამ სემინარზე გადაწყდა პირველი სი­­პო­ზი­­მის ჩატარება თურქეთის რესპუბლიკაში, რომელიც შარშან, 2017 წლის 24-26 ნოემბერს  ტრა­პიზონის შავი ზღვის ტექნიკურ  უნივერსიტეტში გაიმართა.  ტრაპიზონშივე გამოიცა სე­მი­ნარის მოხსენებათა კრებული ქართულ და თურქულ ენებზე პროფესორების როინ ყავრელიშვილისა და იბრაჰიმ თელლიოღლუს რედაქტორობით.

ქართველ და თურქ მედიევისტთა  მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმს,  2018 წლის 30 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი მას­პი­ნძლობდა.

გორის სასწავლო უნივერსიტეტში სიმპოზიუმი საზეიმო ვითარებაში გახსნა რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა. გახსნას ესწრებოდნენ და კონფერენციის მნიშვნელობასა და როლზე ისაუბრეს თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა საქართველოში  ფატმა ჯერენ იაზგანმა, ქ. გორის მერმა კონსტანტინე თავ­ზა­რა­შვილმა, თურქეთის საისტორიო საზოგადოებისა და სიმპოზიუმის სამეცნიერო საბჭოს წარმომადგენლებმა.

უაღრესად საინტერესოდ წარიმართა სიმპოზიუმის სამუშაო სხდომები, რომელთა მიმ­დი­ნა­რე­ობისას  საჯარო განხილვაზე  აპრობირებული იქნა  24 მოხსენება. მათ შორის მოსმენილ იქნა თურქი მედიევისტების მუალა უიდუ იუჯელის (სტამბოლის უნი­ვე­­სი­ტეტი), სალიმ ჯოჰჩეს (ინონუს უნივერსიტეტი),  ომერ სუბაშის (ართვინის ჭოროხის უნივე­­სი­ტეტი), მუსტაფა ალიჯანის (მუშის ალფ-არსლანის უნივერსიტეტი), აჰმეთ ტოქსოის (ადნან მენდრესის უნივერსიტეტი), ნები გუმიშის (თურქეთის საელჩო საქართველოში), იაშარ ქა­ლა­ფატის (დოქტორი), ერდოღან ალთინქაინაქის (არდაჰანის უნივერსიტეტი), მეჰმეთ თეზჯანის (ულუდაღის უნივერსიტეტი), ადნან ჩევიქის (მუღლას სინთქი ქოჩმანის უნი­ვე­რ­სი­ტეტი),  იბ­რა­ჰიმ თელლიოღლუს (19 მაისის უნივერსიტეტი), ორჰან კილიჩის (ფირატის უნი­ვე­­სი­ტეტი), ერქან გოქსუს (ცხრა სე­ქ­ტემბრის უნივერსიტეტი) 13 მოხსენება, ხოლო ქარ­თ­ველი ისტორიკოსების გიორგი სოსიაშვილის,  ელ­დარ მამისთვალიშვილის, იოსებ ალიმ­ბა­რა­შვი­ლის (გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი), ლია ახალაძის (სოხუმის სახელმწიფო უნი­ვე­­სი­ტეტი), როინ ყავრელიშვილის, ვასილ მოსიაშვილისა და რომან გოგოლაურის (სამცხე-ჯავახეთის სა­ხე­ლ­მწიფო უნივერსიტეტი), ნიკო ჯავახიშვილის, მირიან მახარაძის (ივ. ჯავა­ხი­შვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი), ზაზა შაშიკაძისა  (ბა­თუ­მის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და დავით  შავიანიძის (ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნი­ვე­რ­სი­ტე­ტი) მოხსენებები.

სხდომების პროცესში გაიმართა საინტერესო დისკუსიები, აზრთა გაცვლა-გამოცვლა,  საისტორიო წყაროებისა და სამეცნიერო მოსაზრებების შეჯერება. შეხვედრამ მონაწილეები დაარწმუნა, რომ  ქართველ და თურქ ისტორიკოსებს ბევრი რამ აქვთ ერთმანეთისთვის გა­სა­ზი­არებელი, როგორც ისტორიული წყაროების, ასევე მათი კვლევისა და რეპ­რე­ზე­ნ­ტა­ციის, ასევე ისტო­რი­უ­ლი კვლევის მეთოდოლოგიის თვალსაზრისითაც. სიმპოზიუმის მუ­შა­­ბა შეაჯამეს გორის უნივერსიტეტის რექტორმა პროფ. გიორგი სოსიაშვილმა და 19 მა­ი­სის უნივერსიტეტის პროფესორმა იბრაჰიმ თელლიოღლუმ, რომლებმაც ხაზი გაუსვეს ორი მე­ზო­ბელი და მეგობარი ხალხების ისტორიკოსთა თანამშრომლობის, მეგობრობისა და  სამე­­ნი­ერო კვლე­ვი­თი ინფორმაციის გაზიარების  აუცილებლობას.

პირველი სიმპოზიუმის კრებული დაიბეჭდა ტრაპიზონში, პროფესორების იბრაჰიმ თელლიოღლუსა და როინ ყავრელიშვილის რედაქტორობით,  ხოლო გორის სიმპო­ზი­უ­მის მო­ხსენებების ბეჭდვა, პრო­გ­რამისა და მოხსენებათა თეზისების კრებულის პუბლიკაცია   გო­რის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა ითავა. 

გორის მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმმა  თბილ და აკადემიურ გარემოში ჩაიარა, კონფერენციის დასასრულს სტუმრებმა ისარგებლეს გორელთა შესანიშნავი სტუმარ-მა­ს­პი­ნ­ძ­ლო­ბით და გორი, უფლისციხე  და  მისი შემოგარენი, ასევე თბილისის ისტორიული უბნები დაათვალიერეს. 

ფოტო გალერეა