სიახლეები

რეგისტრაცია მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მასწავლებლის მომზადების დამოუკიდებელ (ერთწლიან) საგანმანათლე­­ლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება  2022 წლის 17 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით.

კურსდამთავრებულზე გაიცემა მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს კურსდამთავრებულს სამასწავლებლო კვალიფიკაციას და  ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურზე მასწავლებლის უფლებას არჩეული მიმართულების შესაბამისად.

სოხუმის სახელმწიფო  უნივერსიტეტში, 2022-2023 სასწავლო წლისთვის, მასწავლებლის მომზადების დამოუკიდებელ (ერთწლიან) საგანმანათლებლო პროგრამაზე   სტუდენტთა მიღება განხორციელდება შემდეგ მოდულებზე:

Ø  ისტორია (საბაზო და საშუალო საფეხური)

Ø  ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო და საშუალო საფეხური)

Ø  ინგლისური ენა ( საბაზო და საშუალო საფეხური)

Ø  გერმანული ენა ( საბაზო და საშუალო საფეხური)

Ø  ფრანგული ენა ( საბაზო და საშუალო საფეხური)

Ø  რუსული ენა ( საბაზო და საშუალო საფეხური)

Ø  ქიმია (საბაზო და საშუალო საფეხური)

Ø  ბიოლოგია (საბაზო და საშუალო საფეხური)

Ø  ფიზიკა (საბაზო და საშუალო საფეხური)

Ø  გეოგრაფია (საბაზო და საშუალო საფეხური)

Ø  მათემატიკა (საბაზო და საშუალო საფეხური)

Ø  ინფორმატიკა

 

    

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdi4b7DpOMBMO_3Bx8qtPzDrepnN0aRFy4ttk7ljezjyLehqg/viewform

 

სწავლის მსურველ კონკურსანტს, ასევე, შეუძლია განცხადებით მიმართოს  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს (დანართი 2) და  წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია სსუ- პირველ კორპუსში მისამართზეანა პოლიტკოვსკაიას 61, ოთახი503

·        განცხადება რექტორის სახელზე; (იხ.დანართი)

·        პირადობის მოწმობა (ასლი);

·        უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი (ნოტარიულად დამოწმებული);

უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაშიგანათლების ხარისხის  განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი;

·        პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში ხელშეკრულების გაფორმებისას წარმოდგენილი უნდა იყოს ორი ფოტოსურათი და ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD). 2 ფოტოსურათი 3X4;

·        ცნობა საგნის გამოცდის ჩაბარების შესახებ გამოცდაზე რეგისტრაციის ნომრის, მიღებული და მინიმალური გამსვლელი ქულის მითითებით (ცნობა აპლიკანტმა უნდა გამოითხოვოს გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტიდან (NAEC). ცნობის წარმოდგენა ეხებათ მხოლოდ 2022 წლამდე ჩარიცხულ პირებს

·        წვევამდელის მოწმობა (ასლი) ვაჟებისათვის.

 

2.      საკონკურსო გამოცდა ჩატარდება 28 სექტემბერს  14 საათზე. გამოცდები ჩატარდება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში. გამოცდის ხანგრძლივობა 90 წუთი. ანა პოლიტსკოვსკაის #26

3.      საკონკურსო გამოცდების შედეგები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე 2022 წლის 3 ოქტომბერს;

4.      სააპელაციო განცხადების მიღება მოხდება ამა წლის  4 ოქტომბერს  ელ. ფოსტა: 60ECTS@sou.edu.ge

5.      სააპელაციო კომისიის მუშაობა 5 ოქტომბერს.

6.      ადმინისტრაციული რეგისტრაცია და ხელშეკრულების გაფორმება - 6-7  ოქტომბერი.

7.      კონკურსანტების ჩარიცხვის შესახებ ბრძანება გამოიცემა არაუგვიანეს 10 ოქტომბრისა;

 

8.      მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღები შიდა  საუნივერსიტეტო გამოცდა (საკონკურსო გამოცდა) გულისხმობს თავისუფალი ესეს დაწერას. თავისუფალი ესეს წერის პროცესში აპლიკანტმა უნდა  გამოავლინოს:

·        ზოგად განათლებაში არსებული სიახლეების შესახებ ინფორმირებულობა, მოტივაცია;

·        პრობლემის გადაჭრისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარი.

 

9.    მისაღები გამოცდა შეფასდება მაქსიმუმ 60 ქულით;

მისაღები გამოცდის კომპეტენციის მინიმალურ ზღვრად განისაზღვრა 30 ქულა. იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი დააგროვებს 30 ქულაზე ნაკლებს ის გამოირიცხება რეიტინგული სიიდან.

 

 

თავისუფალი ესეს  შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები

ზოგად განათლებაში არსებული სიახლეების შესახებ ინფორმირებულობა და მზაობა მათ განსახორციელებლად - 20 ქულა

მოტივაცია - 20 ქულა

არგუმენტირებული მსჯელობის და დასკვნის უნარი - 20

სულ  - 60 ქულა

 

პროგრამისთვის გამოყოფილი კვოტების რაოდენობა, რომელიც ფინანსდება სახელმწიფო სასწავლო გრანტით. აღნიშნული ადგილების სრული მონაცემების შემთხვევები შესაძლებელია დასაფინანსებელი უფრო მეტი სწავლის მსურველთა მიღება თვითდაფინანსებით.

 

საკონტაქტო პირები

დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ მიმართოთ:

ლია ახალაძე

ასოც. პროფ.  პროგრამის ხელმძღვანელი

მობ. ტელ.: +995 558 577170723

 

თამარ შინჯიაშვილი

ასოც. პროფ. განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი

მობ. ტელ. 577963888

ფოტო გალერეა