სიახლეები

რექტორ ზურაბ ხონელიძის წიგნი ბულგარულ ენაზე ითარგმნა

2022 წლის 6 ოქტომბერს ახალი ბულგარული უნივერსიტეტის (ქ. სოფია, ბულგარეთი) საკონფერენციო დარბაზში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის თავმჯდომარის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის სამენოვანი წიგნის – „მშვიდობის ქართული პარადიგმა“ – პრეზენტაცია შედგა. ამავე დროს, რექტორმა წაიკითხა საჯარო ლექცია, რომელშიც მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე საქართველოს მნიშვნელოვანი როლი და მისია გამოკვეთა.

 

ღონისძიება გახსნა ახალი ბულგარული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა პლამენ დოინოვმა, რომელმაც სსუ-ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე უნივერსიტეტის საპატიო სიგელითა და მედლით დააჯილდოვა.

 

განათლება, მეცნიერება და ახალგაზრდობაეს არის ტრიადა, რომელზეც გადის პრობლემის მოგვარების ხაზი, – აღნიშნა რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ, – მხოლოდ საუნივერსიტეტო სივრცეში არ არსებობს თაობათა შორის კონფლიქტი. ორი ცნებისუნივერსიტეტისა და დიპლომატიის გაერთიანებამახალი პარადიგმა წარმოშვა. კონფლიქტის მოგვარებას ურთიერთობათა გზების ძიება სჭირდება. მეცნიერებისა და დიპლომატიის გაერთიანებამ ერთი მიზნისკენ მიმართული საუნივერსიტეტო დიპლომატია შექმნა, რამაც მრავალი ქვეყნის დაინტერესება გამოიწვია. წიგნი არაერთ ენაზე ითარგმნება: პოლონურად, თურქულად, საიდანაც ჩამოვედი კიდეც ამ შეხვედრაზე. რას აკეთებს დღეს უნივერსიტეტი? იგი თვალ-ყურს ადევნებს მოვლენებს, მარტივად რომ ვთქვათ, უნივერსიტეტი ჩამორჩა დროს. ჩვენი აზრით, გამოკვეთილი არ არის უნივერსიტეტის მისია. მშვიდობას ალტერნატივა არა აქვს. მშვიდობის გარეშე თვით სიცოცხლეც არ იარსებებს. უნივერსიტეტის მისია მშვიდობის დამკვიდრებაში უნდა მდგომარეობდეს. როცა ვამბობთ, რომ საგარეო ორიენტირი აგვარებს კონფლიქტებს, ძალიან ვცდებით. მაგალითისთვის, საბერძნეთი და თურქეთი ერთი ბლოკის წევრები არიან, თუმცა კონფლიქტს ვერ აგვარებენ. ამისთვის სისტემური მიდგომაა საჭირო. უნივერსიტეტი უნდა იქცეს კონფლიქტების მოგვარების ფლაგმანად. მინდა გაგიმხილოთ, რომ ოქტომბრის ბოლოს სსუ-ში დიდი შეხვედრა იქნება, რომელიც ვერსად შედგებოდა, საუნივერსიტეტო სივრცის გარდა. საქართველოში 12 სახელმწიფო უნივერსიტეტია, მაგრამ მხოლოდ ერთისოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტია ქვეყნის ბედის თანაზიარი. ეს არ იყო ქართულ-აფხაზური, ან ქართველებსა და აფხაზებს შორის წამოჭრილი კონფლიქტი. უნივერსიტეტი ჩაერთო კონფლიქტში და გაიხლიჩა. ამას სხვა სტრუქტურების გახლეჩაც მოჰყვა. თუკი ვინმეს შეუძლია დღეს ხიდად იქცეს ქართველსა და აფხაზს შორის, ეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტია. ზოგჯერ ამბობენ, რომ საქართველო დერეფანია, რაც მცდარი შეხედულებაა. საქართველო ხიდია.

 

ზურაბ ხონელიძის საჯარო ლექციამ დამსწრეთა დიდი ინტერესი გამოიწვია. მასპინძლებმაბულგარელმა კოლეგამ, ასევე დარბაზში მსხდომმა უცხოელმა მეცნიერებმა არაერთი კითხვა დაუსვეს მომხსენებელს, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს.

 

პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ მადლობა გადაუხადა ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში 2016-2021 წლებში, ქალბატონ დესისლავა ივანოვას, ასევე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ბულგარეთში, ქალბატონ თამარ ლილუაშვილს, რომელიც პრეზენტაციას ესწრებოდა. განსაკუთრებულად გამოხატა ბატონმა ზურაბმა მასპინძელი უნივერსიტეტისა და მისი რექტორის, პლამენ დოინოვისადმი კეთილგანწყობა და მეგობრული დამოკიდებულება.

ბატონი ზურაბის წიგნის წარდგინებას ესწრებოდნენ ახალი ბულგარული უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები და სტუდენტები.

 

საგანგებოდ ამ ღონისძიებისთვის ქალბატონი ივანა პეტკოვას მიერ ბულგარულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა ზ. ხონელიძის წიგნის პირველი ნაწილი – „საუნივერსიტეტო დიპლომატია“.

 

რობერტ მესხი,

სსუ საგამომცემლო ჯგუფის უფროსი,

გაზეთ „სოხუმის უნივერსიტეტის“ რედაქტორი

ფოტო გალერეა