news

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ონლაინ-სემინარი

საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიწვევით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებმა სტუდენტებმა – ზურაბ გორგოძემ, გიორგი რურუამ, ხათუნა აქუბარდიამ, თორნიკე გოთვაძემ და ანა ბიწაძემ 2020 წლის 27 მაისს დაესწრნენ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელის, ბატონ მარეკ შჩიგელის ონლაინ-სემინარს.

 ჩატარებული ღონისძიების შესახებ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურს სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის სტუდენტმა გიორგი რურუამ მოკლე ინფორმაცია მიაწოდა:

 „ბატონმა მარეკ  შჩიგელმა დასაწყისიდანვე  დამსწრეთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მოგვილოცა და წარმოგვიდგინა პრეზენტაცია საქართველოში  ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის შესახებ. მან ისაუბრა ჩვენს ქვეყანაში EUMM-ს გამოგზავნის მიზეზებისა და მათი ძირითადი ამოცანების შესახებმისიამ სადამკვირვებლო საქმიანობა დაიწყო 2008 წლის 1 ოქტომბერს ცხინვალის რეგიონსა  და აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიებიდან რუსული შეიარაღებული ძალების გაყვანის პროცესზე ზედამხედველობის მიზნითდღეისთვის EUMM  ახორციელებს მუდმივ მონიტორინგს საოკუპაციო ზონებთან არსებული ვითარებაზე.  მისიას აქვს რამდენიმე ოფისითბილისში (სათაო), გორსა და ზუგდიდში.

 მომხსენებელმა ისაუბრა იმ მექნიზმებზე, რომლის გამოყენებაც კონფლიქტის დარეგულირების მიზნით. ესენია: ჟენევის საერთაშორისო მოლაპარკებებიინცინდენტთა პრევენცის  და  რეაგირების მექანიზმი, სადაც  შეხვედრებზე გარკვეული წარმატებები დაფიქსირდა, რადგან ამ შეხვედრებზე ყველა მონაწილეს   საშუალება მიეცა, განეხილა კონკრეტული მოვლენები და ინციდენტები და ასევე წამოეჭრა საერთო უსაფრთხოების მდგომარეობასთან და მშვიდობიანი მოსახლეობის პირობებთან დაკავშირებული პრობლემური საკითხებირეაგირების  ცხელი ხაზი, რომელიც ყოვედღიურად  საშუალოდ ათობით ზარს იღებს.

 ბატონმა მარეკმა ყურადღება გაამახვილა სადამკვირებლო მისიის ძირითად  მიზნებზე. ესენიასაომარი მოქმედებებისგან თავის არიდებააფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული საზღვრების ორივე მხარეს  მცხოვრები მოსახლეობის  უსაფრთხო და ნორმალურიი  საცხოვრებელი გარემოს შექმნაჰუმანიტარული დახმარების გაწევა და საქრთველოსა და რეგიონში ევროპის შესახებ ევროპული პოლიტიკის განმსაზღვრელი სტრუქტურების ინფორმირება.

 მოხსენები ბოლოს დამსწრეეებს შესაძლებლობა მიეცა კითხვა დაესვა ბატონი მარეკისთვის შეკითხვები. ვინაიდან დრო საკმაოდ შეზღუდული იყო, ხოლო სემინარს 80-ზე მეტი მსმენელი ესწრებოდა, ჩვენ გაგვიმართლა და ზურაბ გორგოძემ მოახერხა მომხსენებლისთვის კითხვის დასმა. დასმულ შეკითხვებზე ბატონმა მარეკმა ამომწურავი პასუხები გასცა“.

Photo gallery