news

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ახალი კორონავირუსის (COVID 19) პანდემიით შექმნილი გარემოებიდან გამომდინარესაქართველოში ამა წლის 21 მარტიდან 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ამასთან დაკავშირებით, 2020 წლის 21 მარტს საქართველოს პრეზიდენტმა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბატონმა გიორგი გახარიამ ერთობლივად საგანგებო ბრძანება და დეკრეტი გამოსცეს.

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლების გონივრულ პოლიტიკას აღნიშნული პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით და სრულიად ითვალისწინებს იმ რეკომენდაციებს, რომელიც ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთაშრომისჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერაა შემუშავებული.

 

ამ მდგომარეობიდან გამომდინარე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი სწავლების პროცესს ონლაინ-რეჟიმში აგრძელებს. რა თქმა უნდა, სწავლების ეს პროცესი, არა მარტო ჩვენს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში, არამედ, ზოგადად, საქართველოში სრულიად ახალი მოვლენაა, რომელიც შემდგომ სრულყოფილებას საჭიროებს. ჩვენი უნივერსიტეტის რექტორი, ადმინისტრაცია და აკადემიური პერსონალი აქტიურად მუშაობს სწავლების ამგვარი ფორმის დახვეწაზე.

 

მტკიცედ ვართ დარწმუნებულნი, რომ მსოფლიო თანამეგობრობა, რომლის აქტიური და წარმატებული წევრი და მონაწილე ჩვენი სამშობლოცაა, ამ გლობალურ პრობლემას – კოვიდ-19-ის პანდემიას – ძალიან მალე აუცილებლად დაამარცხებს და ჩვენ ისევ შევხდებით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორივე სასწავლო კორპუსის აუდიტორიებში.

ჩვენ თქვენ გვიყვარხართ, ძვირფასო სტუდენტებო!

გისურვებთ სიმხნევეს და ჯანმრთელობას!

ჩვენი ძალა ერთობაშია!

Photo gallery