news

საქართველოს დამოუკიდებლობის  დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფა­კუ­ლტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ინიციატივით, 2020 წლის 26 მაისს, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის  დღისადმი მიძ­ღ­ვ­ნი­ლი სამე­ც­ნიერო კონფერენცია გაიმართა.  კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ და  26 მაისის მნიშვნელობაზე  ისაუბრეს სსუ რექტორმა პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ, პროფესორმა ზუ­რაბ პაპასქირმა, პროფესორმა ომარ არდაშელიამ  და სხვებმა.

კონფერენციის მუშაობაში მოხსენებებით მონაწილეობდნენ: სოხუმის სახელმწიფო უნი­ვე­­­რ­სი­ტე­ტის რექტორი პროფესორი ზურაბ ხონელიძე,  საერთაშორსიო ურთიერთობების მიმართულების აკადემიური პერსონალი: პროფესორი ომარ არდაშელია, სოცირებული პრო­­ფესორები დაზმირ ჯოჯუა, მერი გაბედავა, გვანცა აბდალაძე და სხვები.

კონფერენციის თემატიკა მოიცავს საქართველოს საგარეო პო­ლი­ტიკისა და საერთა­შო­რი­სო ურთიერთობების  აქტუალურ საკითხებს.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ სტუდენტები და ისტორიის მიმართულების აკადემიური პერსონალი.

 

იხილეთკონფერენციის პროგრამა. 

Photo gallery