სოხუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების
მიმართულების ინიციატივით, 2020 წლის 26 მაისს, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ
და 26 მაისის მნიშვნელობაზე ისაუბრეს სსუ რექტორმა პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ,
პროფესორმა ზურაბ პაპასქირმა, პროფესორმა ომარ არდაშელიამ და სხვებმა.
კონფერენციის მუშაობაში
მოხსენებებით მონაწილეობდნენ: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი
ზურაბ ხონელიძე, საერთაშორსიო ურთიერთობების
მიმართულების აკადემიური პერსონალი: პროფესორი ომარ არდაშელია, სოცირებული პროფესორები
დაზმირ ჯოჯუა, მერი გაბედავა, გვანცა აბდალაძე და სხვები.
კონფერენციის თემატიკა მოიცავს საქართველოს
საგარეო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების აქტუალურ საკითხებს.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ სტუდენტები
და ისტორიის მიმართულების აკადემიური პერსონალი.