news

საქმეთა წარმოების ელექტრონულად წარმართვის შესახებ

ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციისთვის სოხუმის  სახელმწიფო უნივერსიტეტი გადადის ელექტრონული საქმისწარმოების წესზე. აღნიშნული მდგომარეობა შენარჩუნდება ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) გავრცელებით გამოწვეული შეზღუდვების დარეგულირებამდე.

ამ პერიოდში უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვის მიზნით, დახურული იქნება უნივერსიტეტის კანცელარიის რეგისტრატურა. აღნიშნულ პერიოდში:

·        სოხუმი უნივერსიტეტის სტუდენტებს შეეძლებათ განცხადება გამოაგზავნონ ან/და ინფორმაცია გამოითხოვონ უნივერსიტეტისგან მითითებულ მეილზეchancellery@sou.edu.ge

·        სოხუმი უნივერსიტეტის თანამშრომლებს (პროფესორებს, ლექტორებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს) შეეძლებათ განცხადება გამოაგზავნონ ან/და ინფორმაცია გამოითხოვონ უნივერსიტეტისგან ელექტრონულად მითითებულ მეილზეchancellery@sou.edu.ge

·        კურსდამთავრებულებსა და გარეშე პირებს შეეძლებათ განცხადება გამოაგზავნონ ან/და ინფორმაცია გამოითხოვონ უნივერსიტეტისგან ელექტრონულად მითითებულ მეილზეchancellery@sou.edu.ge

 

მოთხოვნის შინაარსიდან გამომდინარე, თუ აუცილებლობას წარმოადგენს პირის მოსვლა უნივერსიტეტში, უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვით, ვუზრუნველყოფთ შეხვედრას ინდივიდუალურ ფორმატში, წინასწარი შეთანხმებით.

ასევე გაცნობებთ, რომ უნივერსიტეტის კორპუსებში რეგულარულად მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები. აღნიშნულ პერიოდში დახურული იქნება:

  • ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზები;
  • კომპიუტერული რესურსცენტრები;
  • საკლასო აუდიტორიები;
  • კაფეტერია;

 

 

 

გისურვებთ ჯანმრთელობას.

 

პატივისცემით,

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ადმინისტრაცია

Photo gallery