news

საუნივერსიტეტო ინტერდისციპლინარული კონფრენციის გახსნა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპა­რ­ტა­მე­ნტის  ინიციატივით, ტრადიციულად,  14 მაისს  მუშაობას შეუდგა საუ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ინტე­რდისციპლინარული კონფერენცია, რომელიც უნივერსიტეტის რექ­ტო­რ­მა, პროფ. ზურაბ ხონელიძემ გახსნა.  შესავალ  სიტყვაში  რექტორმა ისაუბრა სამეცნიერო კვლევითი მუშაობის, როგორც საუნივერსიტეტო საქმიანობის  ნაწილზე, საერთაშორისო სამეცნიერო სისტემაში უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ჩართულობასა და ციტირების ინ­დე­ქ­სის მნიშვნელობაზე.  აღინიშნა იმ სამეცნიერო სიახლეების, ღონისძიებებისა შესახებ, რომელსაც უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მიაღწია ბოლო  დროს. კერძოდ, DOI-ის ციფ­რუ­ლი ობიე­ქ­ტის იდენტი­ფი­კა­ტო­რის მი­მნიჭებელ  ასოციაციასთან  მემო­რა­ნ­დუ­მისა და ხელშეკრულების გაფორმება, Horizon Europe-ს ოფისის  გახსნა, რომელიც მეცნიერებს მხარს დაუჭერს  სხვადასხვა სამეცნიერო აქტივობების განხორციელებაში. მომ­ხ­სე­­ნებელმა ხაზგსმით აღნიშნა, ის ფაქტი, რომ საქართველოს უნივერსიტეტებს შორის, მხოლოდ 11 უნივერსიტეტი იქნა  შერჩეული Horizon Europe-ს  ამ აქტივობის განსახორციელებლად. ბოლო აქტივობებიდან რექტორმა განასაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ციკლს, რო­მე­ლიც რექ­ტო­რა­ტის გადაწყვეტილებით, უკრაინის 50 უნივერსიტეტთან და სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებთან ერთობლივი ღონისძიებით - საქართველო და უკრაინასაერთო ევროპული არჩევანი,  გაიხსნა.  ამ ნაბიჯით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა კიდევ ერთ­ხელ დაუჭირა მხარი  უკრაინელი მეცნიერებისა და მთლიანად უკრაინელი ხალხის ბრძო­ლას იმპერიული პოლიტიკის წინააღმდეგ.

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ და  საუნივერსიტეტო სამეცნიერო საქ­მია­ნო­ბა­ში ჩართულობაზე ისაუბრეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძ­ღ­ვა­ნე­ლმა, ასოც. პროფ. ნინო თოფურიძემ, წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერმა პროფ. დავით ჯა­ლა­ღო­ნიამ, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ასოც. პროფ. რომეო გალდავამ, საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი  კო­მუ­ნი­კა­ციების სამ­სა­ხუ­რის უფ­როსმა ასოც. პროფ. ინდირა ძაგანიამ.

სამუშაო სექციის ფარგლებში, კონფერენციის მონაწილეებმა მოისმინეს საბუნების­მე­ტ­ყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკუ­ლ­ტე­ტის დეკა­ნის, ასოც. პროფ. ნესტან კეკელიას, ბიზნესისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკუ­ლ­ტეტის დეკანის, ასოც. პროფ. ირმა დიხამინჯიას, განათლების მეცნიერებათა ფაკუ­ლ­ტე­ტის დეკანის, ასოც. პროფ. თამარ შინჯიაშვილის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, პროფ. მერაბ ნაჭყებიას, სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის დეკანის პროფ. მერაბ გვარამიას ანგარიშები - 2021 წელს ფაკულტეტებზე განხორციელებული  სამეცნიერო - კვლევითი სამუშაოებისა და 2022 წელს  დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ასოც. პროფ. ლია ახალაძემ ისაუბრა 2022 წელს დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ და  დაგეგმილ ღონი­ს­ძი­ე­ბებზე: მიმდინარე წელს უნივე­რ­სი­ტეტის  ინიციატივითა და ჩართულობით ჩატარდა  6  საერთაშორისო კონფე­რე­ნ­ცია, სხვა­და­სხვა დარგობრივი მიმართულებით, პირველად  შეიქმნა აკადემიური პერსონალის  ბაზა სამეცნიერო  დარგების ფართო და ვიწრო სფეროს მიხედვით,  ასევე პირველად შეიქმნა სა­მე­ც­ნიერო  საგრანტო პროექტებში  ჩართული აკადემიური პე­რ­სო­ნალის ბაზა, საგანმა­ნა­­თ­ლე­ბ­ლო პროექტებში ჩართული აკადემიური პერსონალის ბაზა, დეპარტამენტის ინი­ცია­ტი­ვით პირველად განხორციელდება უნივერსიტეტის შრომების ელექ­ტ­რო­ნული ვერსიების იდე­ნტიფიკაცია  DOI-ის ციფრული ობიე­ქ­ტის იდენტი­ფი­კა­ტო­რის მი­ნი­ჭე­ბის საშუალებით. 2022 წელს დაგეგმილია რამდენიმე საერთაშორისო, ეროვნული და საუნივერსიტეტო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნება  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლისთავს,  აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს. ჩატარდება სტუდენტთა, მაგისტრანტთა, დოქტორანტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა  სამე­ც­ნი­ერო კონფერენციები, განახლდება  სტუდენტთა ეროვნული სამეცნიერო კონფე­რე­ნ­ცია - „ჟამთააღმწერელი“  VII.  

დასასრულს, დისკუსიისა და აზრთა სამომავლო გეგმებზე მსჯელობის შემდეგ, კონ­ფე­რენცია შეაჯამა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა პროფ. ზურაბ ხონელიძემ.

 

სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტი 


ინტერდისციპლინარული ყოველწლიური აკადემიური კონფერენცია - 2022 წ. (პროგრამა) 

Photo gallery