სიახლეები

სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ

გთავაზობთ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ფაკულტეტების/საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, ასევე ინფორმაციას ამავე ფაკულტეტებზე/საგანმანათლებლო პროგრამებზე დაფინანსებული ადგილების შესახებ. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ფაკულტეტების/საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი და დაფინანსების წესის პროექტი დამტკიცდება უახლოეს მომავალში (ინფორმაციის დამტკიცებამდე მონაცემები აბიტურიენტების ინტერესების გათვალისწინებით ქვეყნდება).

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ფაკულტეტების/საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, რომელიც სასწავლებლების მიხედვითაა დალაგებული და, ასევე, ინფორმაციას სრულად დაფინანსებული ადგილების რაოდენობის შესახებ (მისაღები კონტინგენტი და სრულად დაფინანსებული ადგილების რაოდენობა შესაძლოა განსხვავებული იყოს).

დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ უშუალოდ უმაღლეს სასწავლებელს.

ფოტო გალერეა