სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის ენების ცენტრი უნივერსიტეტის ფარგლებში აცხადებს უფასო საპილოტე სასერტიფიკატო პროგრამაზე სსუ-ს სტუდენტთა მიღებას გერმანულ და ინგლისურ ენებში:
1.ინგლისური ენა: TOEFL -ის საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსები English Book in Georgia (TOEFL,TOEC-ის სასერტიფიკატო გამოცდების ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში) ორგანიზაციასთან პარტნიორობით
სტუდენტთა შერჩევა მოხდება TOEFL -ისთვის განკუთვნილი ტესტირების საფუძველზე.
კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში სტუდენტი მიიღებს TOEFL -ის საერთაშორისო სერტიფიკატს.
2.გერმანული ენის შესწავლა A1-A2 დონეზე!
სტუდენტთა შერჩევა მოხდება მხოლოდ კონკურსის (გასაუბრების)წესით.
გერმანული ენის საპილოტე სასერტიფიკატო კურსების დასრულების შემდეგ ევროპული ენების ინსტიტუტთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში კურსის წარმატებულ მონაწილეებს მიეცემათ სერტიფიკატი და შესაძლებლობა გაიარონ 3 თვიანი ანაზღაურებადი პრაქტიკა გერმანიაში ცხოვრებისა და კვების ხარჯების უზრუნველყოფით.
მის.: ანა პოლიტკოვსკაიას N 61, სსუ-ს I კორპ. ენების ცენტრი, ოთახი 206.
საკონტაქტო ტელეფონი : 2 54 14 11
ასოც. პროფესორო მაია დარასელია - პროექტის ინგლისური ენის კოორდინატორი/სსუ-ს ენების ცენტრის უფროსი
ნანა ედიშერაშვილი/ პროექტის გერმანული ენის კოორდინატორი
TOEFL -ის სასერტიფიკატო კურსებზე რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ ქვევით მითითებულ ბმულზე:
https://goo.gl/forms/85HAJcNU7lwgvKw53
რეგისტრაციის ბოლო დღეა 05.03.2019 18.00 საათი
პრეზენტაცია - 5 მარტი, 12.00 საათი
ტესტირება - 7 მარტი 11.00 საათი
გერმანული ენის სასერტიფიკატო კურსებზე რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ ქვევით მითითებულ ბმულზე:
https://goo.gl/forms/Mo0n223dIvzfNlAg1
რეგისტრაციის ბოლო დღეა 15.03.2019 18.00 საათი
პრეზენტაცია - 12 მარტი, 13 საათი
ტესტირება - 18 მარტი, 11 საათი