ბაკალავრიატი/მაგისტრატურა/დოქტორანტურა
სააუდიტორიო მეცადინეობები: 2021 წლის 9 მარტი – 29 ივნისი;
აკადემიური რეგისტრაცია: 2021 წლის 20 თებერვალი – 6 მარტი;
შუალედური შეფასება: 2021 წლის 26 აპრილი – 4 მაისი;
საგამოცდო პერიოდი:
ა) დასკვნითი გამოცდები: 2021 წლის 5 ივლისი – 24 ივლისი;
ბ) დამატებითი გამოცდები: 2021 წლის 2 აგვისტო – 7 აგვისტო.
ადმინისტრაციული რეგისტრაცია
2020-2021სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სტუდენტებს მიეცეთ სწავლის საფასურის 3 ეტაპად გადახდის უფლება შემდეგ ვადებში:
სწავლის საფასურის არანაკლებ 30%-ისა – 2021 წლის 9 მარტამდე;
სემესტრული საფასურის არანაკლებ 60%-ისა – 2021 წლის 26 აპრილამდე;
სემესტრული საფასურის სრული დაფარვა – 2021 წლის 5 ივლისამდე.
· 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სასწავლო პროცესის განახლება დისტანციური ფორმატით, Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით;
· საგანმანათლებლო პროგრამების გარკვეული კომპონენტების განხორციელება (ლაბორატორიული სამუშაოები, კლინიკა, პრაქტიკული, საწარმოო/ სასწავლო/ საველე კომპლექსური (პროფესიული) პრაქტიკა), რომელთა შეფასება ელექტრონულ ფორმატში ვერ მოხერხდება, გადატანილია შუალედური გამოცდების (2021 წ. 26 აპრილი – 4 მაისი) დასრულების შემდეგ;
· ეპიდვითარების სიტუაციის გაჯანსაღების შემთხვევაში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან შესაბამისი მითითებებისთანავე, შესაძლებელია, სასწავლო პროცესი განახლდეს არადისტანციურ ფორმატში.