news

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საფრანგეთში მცხოვრები, ცნობილი ქართველი მხატვრის, ლევან მოსიაშვილის ნახატების გამოფენა გაიმართა.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საფრანგეთში მცხოვრები, ცნობილი ქართველი მხატვრისლევან მოსიაშვილის ნახატების გამოფენა გაიმართა. 

        ახალმა პროექტმარომელსაც მხატვარმა “აღორძინება“ დაარქვა და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს მიუძღვნა, სიმბოლურადსტარტი სწორედ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აიღო. 

        გამოფენას ესწრებოდნენ საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პასკალ მენიე, რომელმაც თავის სიტყვაში განსაკუთრებული შეფასება მისცა მხატვრის შემოქმედებასასევე ბულგარეთის, აზერბაიჯანისამერიკის საელჩოს წარმომადგენლები. 

        გამოფენა გახსნა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემდამსწრე საზოგადოებას მიესალმნენგამოფენის ორგანიზატორი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობისა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის უფროსი ინდირა ძაგანია და თავად მხატვარი ლევან მოსიაშვილირომელმაც გარდა თავის შემოქმედებითი საქმიანობისაასევე ისაუბრა სამომავლო გეგმებსა და კონკრეტულად წარდგენილ პროექტზე ,,აღორძინება’’, რომელიც მან ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს მიუძღვნა. 

        როგორც ლევანმა განაცხადა : ,,ჩვენ გვაერთიანებს საერთო ისტორია, კულტურათანაცხოვრების დიდი სიბრძნე და მთავარიჩვენი საერთო სამშობლომე მიყვარს აფხაზეთი და სწორედ ეს სიყვარული ავღწერე ფუნჯებით’’- განაცხადა მხატვარმაქართველი მხატვარი ლევან მოსიაშვილი წლებია საფრანგეთში ცხოვრობს და მოღვაწეობსმისი ნახატები გამოფენილია პრაღის ნაციონალურ მუზეუმშიპენტაგონის ცენტრალურ ოფისში (ვაშინგტონში), მოსკოვის ტრეტიაკოვის გალერეის დირექტორატშისაფრანგეთის არაერთი ქალაქის მერიასა თუ სხვა ოფიციალურ დაწესებულებაშიფრანგულ კუნძულებზეც (რეუნიონიტაიტი), ასევე ლევან მოსიაშვილის ნამუშევრები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში კერძო კოლექციებში ინახება. 1998 წლიდან დღემდე ხელოვანი 100-ზე მეტი პერსონალური გამოფენის ავტორია და არაერთი ჯგუფური გამოფენის მონაწილესაერთაშორისო კონკურსების გამარჯვებული.

Photo gallery