news

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 90

დასავლეთ საქართველოში პირველი პედაგოგიური ინსტიტუტი და პირველი კლასიკური უნივერსიტეტი – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი 90 წლისაა.

გილოცავთ!

ჩვენი უმაღლესი სასწავლებელი არაერთი სახელოვანი მეცნიერის, მკვლევარის, საზოგადო მოღვაწის, სამშობლოსათვის თავდადებული მამულიშვილის ალმა მატერია, რომელთა სახელიც ოქროს ასოებითაა ჩაწერილი უნივერსიტეტის ისტორიაშია.

90 წლის მანძილზე ჩვენმა სასწავლებელმა დიდი და სახელოვანი გზა გაიარა. და დღესაც მას გამორჩეული და ღირსეული ლიდერის ადგილი უჭირავს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში.

ჩვენი  უნივერსიტეტი ყოველდღიურად წინ მიიწევს, ვამყარებთ ახალ საერთაშორისო კონტაქტებს, ვითარდება თანამშრომლობა როგორც ქვეყნის შიგნით არსებულ ინსტიტუციებთან, ასევე – მნიშვნელოვან ორგანიზაციებთან უცხოეთში.

მნიშვნელოვანი ცვლილებებია ინფრასტრუქტურული თვალსაზრისითაც, განახლდა სასწავლო აუდიტორიები, კორპუსები. თუმცა, ეს პროცესი, სხვადასხვა მიმართულებით, ახლაც გრძელდება.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ეს არის ქვეყნის ბედის თანაზიარი, ხიდი, დამაკავშირებელი დანარჩენ საქართველოსთან.

განგებამ, ისტორიამ ჩვენს უნივერსიტეტს, საგანმანათლებლო ფუნქციასთან ერთად, სამშვიდობო მისიაც დააკისრა, რაც მას სხვა ქართული უმაღლესი სასწავლებლებისაგან გამოარჩევს.

ეს კი სხვა რეალიებს, ამოცანებს და მიზნებს გვისახავს, რომელთა გადაჭრაზე ფიქრი და მოქმედება უპირველეს საკითხად წარმოგვიდგენია.

აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, აუცილებელია „საუნივერსიტეტო დიპლომატიის“, რომელიც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში შემუშავდა (და მის საფუძველზე ამოქმედდა უნიკალური სამაგისტრო პროგრამა) დღევანდელი და ხვალინდელი პოტენციური შესაძლებლობების მნიშვნელობის (ღირებულების) გააზრება. დადგა დრო, უკეთ გაისარჯოს ქართული და აფხაზური (ასევე, ოსური) გონი და გავიაზროთ, რომ: ხელისუფლების დამოკიდებულება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისადმი – ეს არის აფხაზეთის პრობლემატიკისადმი მთელი ქართული საზოგადოების დამოკიდებულების ყველაზე ფაქიზი ინდიკატორი. აფხაზეთის (ასევე, ე.წ. სამხრეთ ოსეთის) პრობლემატიკისადმი დამოკიდებულება – ეს არის დამოკიდებულება ერთიანი ქართული სახელმწიფოსადმი. ამდენად, ცხადია, უნივერსიტეტის წარმატება – ქართული სახელმწიფოს წარმატებაა;

ერთი ფუძიდან აღმოცენებული ორი – აფხაზეთისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტები, სტრატეგიული მნიშვნელობის ის უნიკალური კერებია, რომელთა ფუნქციონირება, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, კვლავაც არასრულფასოვანი იქნება.

საუნივერსიტეტო დიპლომატია“ ხელს შეუწყობს და შექმნის დამატებით შესაძლებლობასგანხორციელდესერთი ფუძის ორი კერის – აფხაზეთის უნივერსიტეტისა (სოხუმიდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თბილისიერთიანი საქართველოს დედაქალაქირეინტეგრაცია ინსტიტუციურ დონეზეერთ-ერთი მთავარი მიზანიუნივერსიტეტმა შეასრულოს „მზიდი კონსტრუქციის“ როლიქართველისა და აფხაზის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდენტობისა და თვითმყოფადობის ეროვნული ფენომენის თვითრეგულირების უნარის შენარჩუნება-განმტკიცებაშიაფხაზეთის დანარჩენ საქართველოსთან „ხიდჩატეხილობის“ დაძლევისაფხაზთა თავის ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისა და საზოგადოებრივი განწყობის შეცვლის მიზნით უნდა მოვიძიოთ თემებირომლებიც გვაერთიანებსსოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თბილისში), როგორც ინსტიტუციამიზანმიმართულად დაუბრუნდეს თავის ისტორიულ ფესვებსმის ორგანულ ნაწილს – აფხაზეთის უნივერსიტეტს (სოხუმში). რეინტეგრაციისკენ მიმართული აღნიშნული შეუქცევადი პროცესიწარსულისგან განსხვავებითროცა უნივერსიტეტის (სოხუმიქართულ-აფხაზურ ნაწილებად გაყოფა ქართული სახელმწიფოს (ერთიანი ქართულ-აფხაზური სივრცისდროებითი გაყოფის ერთ-ერთ ძირითად მაპროვოცირებელ ფაქტორად იქცაშექმნის წინაპირობასუნივერსიტეტების გაერთიანებით, „შემოვუძღვეთ“ აფხაზეთის უნივერსიტეტს ერთიან ქართულ და ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეშიშემდგომაფხაზის სამოქმედო სივრცისა და არეალის გაზრდით – აფხაზეთს (ასევეოსსა და .სამხრეთ ოსეთსსაქართველოს სივრცეშიდავეხმაროთ ერთმანეთს აღვადგინოთ არსებულიან შევქმნათ საერთო საარსებო სივრცე-გარემო და ვაქციოთ იგიერთიან სრულფასოვან ქვეყნადცივილიზებული სამყაროს ნაწილად;

მჯერა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აფხაზეთის უნივერსიტეტთან ერთად, სწორედ ის კერაა, რომელიც ლოგიკურად ამთლიანებს წარსულს, აწმყოსა და მომავალს, აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას, ესმის სამშობლოს ხმა, ვალშია მასთან და მზად არის, განსაკუთრებული ეროვნული ვალდებულებიდან გამომდინარე, საზოგადოების, ხელისუფლებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, რწმუნებულებით აღჭურვის შემთხვევაში, აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად მოამზადოს ქართულ-აფხაზური (ასევე, ქართულ-ოსური) საზოგადოება ჩვენი ურთიერთობისთვის – ერთობისთვის, ამ მიზნით იმოქმედოს და მოემსახუროს ისეთი მოდელის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობის გააზრების აუცილებლობის, თვითგანახლების, კონფლიქტების დარეგულირებისა და საყოველთაო მშვიდობის შენებას.

ევროპულ არჩევანთან ერთად, რეალური და უმოკლესი გზა – ვემსახუროთ სამშობლოს, მის ერთიანობას, დავიცვათ ჩვენი – ქართველებისა და აფხაზების (ასევე, ოსების) ეროვნული თვითმყოფადობა, იდენტობა, გავაჩინოთ ჩვენი – უნივერსიტეტისა და ქვეყნის – საქართველოს დამატებითი საჭიროება და აუცილებლობა, გადის „საუნივერსიტეტო დიპლომატიის“ პრინციპების დამკვიდრებასა და მის ერთ-ერთ ძირითად განმახორციელებელზე – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტზე.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენი უნივერსიტეტების იუბილე მივულოცო ცნობილ მეცნიერს, აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ალეკო გვარამიას:

– ბატონო ალეკო, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩემი უღრმეს პატივისცემას და მსურს მოგილოცოთ ჩვენი უნივერსიტეტების ეს სახელოვანი იუბილე! თქვენთვის კარგადაა ცნობილი, რომ ეს ინსტიტუცია ყველგან და ყველა დროში პროგრესისა და ცივილიზაციის სინონიმია. სამეცნიერო დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. განათლება ეს არის მომავალი, რომელიც მხოლოდ მშვიდობის მშენებლობის ფორმატში მოგვცემს შესაძლებლობას ჩვენი შვილებისათვის, ხალხებისათვის უკეთესი ხვალინდელი დღე შევქმნათ. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი თქვენთან, ჩვენს ფესვებთან – აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ერთიანი თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს. გვაქვს მზაობა დღემდე გამოუყენებელი აკადემიური და სამეცნიერო პოტენციალის ამოქმედებით საფუძველი ჩავუყაროთ ახალ ურთიერთობებს, ორიენტირებულს ხვალინდელ დღეზე, საერთო სიკეთეზე, პროგრესზე და იმ მეცნიერულ კვლევებზე, რომლებიც თანამედროვე სამყაროში ჩვენი იდენტობის შენარჩუნების საშუალებას მოგვცემს. მწამს, ჩვენ მხოლოდ ერთად ხელგვეწიფება ქართულ-აფხაზური ხიდჩატეხილობის დაძლევა, თანამედროვე გამოწვევებისა და საფრთხეების გამკლავება. ჩვენი, აფხაზებისა და ქართველების ისტორიული მეხსიერება პოლიტიკაზე, რელიგიაზე, ომზე მეტია. მას შეუძლია შეცვალოს არსებული რეალობა და უზრუნველყოს ჩვენი და ჩვენი შვილების საერთო კეთილდღეობა.

იმედი მაქვს, საუკუნოვანი იუბილეს ჩვენს სოხუმურ თანაფესვთან ერთად აღვნიშნავთ.

კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ ჩვენი უნივერსიტეტის 90-ე წლისთავის იუბილეს!

 

ზურაბ ხონელიძე,

რექტორი.

თბილისი-სოხუმი,

7.02.2022

Photo gallery