news

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანაორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია „chtab2020“ გაიმართა

2020 წლის 20-21 ოქტომბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ივანე ჯავა­ხიშ­ვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანი­ზე­ბითსოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტზე ჩატა­რ­­­დ­ა ­საერ­თაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „ბიოპოლიმერე­ბიქიმიუ­რი და­ ­ტე­ქნო­ლო­გიური ასპექტები“.

კონფერენციის ჩატარე­ბის იდეას 2 წლის უკან ჩაეყარა საფუძველი, რადგან, აგერ უკვე მესამე ათეული წელი სრულდება რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსი­ტეტის და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი ჯგუფი ორგანული და ბიოორგანული ქიმიის მიმართუ­ლებით აქტიურად ახორციელებს ერთობლივ სამეცნიერო კვლევებს „ბიოპოლიმერების ნაწარმთა სინთეზზე და გარდაქმნებზე“.

კონფერენციების მიზანი იყო კვლევის შედეგების წარმოდგენა მნიშვნელოვან საკვანძო საკითხებზე ბიოპოლიმერების სინთეზისა და გამოყენების თვალ­საზ­რისით, რომელიც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია და მოთხოვნადია სხვადა­სხვა (ქიმიური, საკვები, ფარმაცევტული და ..) ინდუსტრიაში და რამდენიმე სამეც­ნიერო სფეროს (ბიო­ლოგია, ქიმია, ტოქსიკოლოგია, ნანოტექ­ნოლოგია, ბიო­ტექ­ნო­ლოგია, ბიომედი­ცინა) გადაკვეთას წარმოადგენს. ყოველივე ხელს შეუწყობს ადგილობრივი და საერთაშორისო კვლევების გაცვლას და თანამშრომლობას, ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო პოტენციალის გამოყე­ნებას საერთაშორისო კვლევებში; ქართველი და უცხოელი მეცნიერების ინოვაციური სამეცნიერო კვლევების ეფექტურად განხორციელებას.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „chtab2020“, მონაწილეობა მიიღო როგორც ქართველმა ისე უცხოელმა მეცნიერებმა: პოლონეთიდან (პოზნანი), ყაზახეთიდან (ალმათი), მექსიკიდან (მეხიკო), რუსეთიდან (მოსკოვი), უკრაი­ნიდან (ლვოვი). კონფერენციაზე „chtab2020“, ქართველმა და უცხოელმა კოლეგებმა წარმოადგინეს 44 სამეცნიერო ნაშრომი კონფერენციის ვებ-გვერდზე www.chtab2020.com.ge.  განთავსებული სექციების მიხედვით:

ბიოპოლიმერების ქიმიური სინთეზი, მცენარეული და ცხოველური ორგანიზ­მებიდან  გამოყოფა, ანალიზი, კვლევა;

მცირენარჩენიანი, მაღალპროდუქტიული ინოვაციური ტექნოლოგიები;

ბიომასალები, ბიონანომასალები;

ბუნებრივი წარმოშობის ბიოდეგრარირებადი პოლიმერები;

სასურსათო, გარემოს დაცვითი პრობლემები.

 

დადებითი ემოციებით დატვირთული 2 დღის განმავლობაში 11.00-დან 17.00-საათამდე 1 საათიანი შესვენებით კონფერენციაზე წაკითხულ იქნა 21 სამეცნიერო მოხსენება ქართუ­ლად და ინგლისურადკონფერენციის ვებ-გვერდზე განთავსებული თემატიკით.

კონფერენციაში ჩართული იყვნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართვე­ლოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სან-დიეგოს უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთა­ველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერ­სი­ტეტის, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის - ახალგაზრდა მეცნიე­რები, მაგისტ­რან­ტები, დოქტორანტები, პროფესორები; აღნიშნული თემატიკით დაინტერე­სებული სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების: ილია ვეკუას სახელო­ბის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის, პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანუ­ლი ქიმიის ინსტიტუტის, ბათუმის აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის, . აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუ­ტის მეცნიერ-მკვლევარები.

21 ოქტომბერს, დღის ბოლოს მომხსენებლებს ელექტრონულ მისამართზე დაეგზავ­ნათ სერტიფიკატები კონფერენციაზე წარმოდგენილი საუკეთესო მოხსენებისთვის.

კონფერენციის მე-3 დღეს, 22 ოქტომბერს, დელეგატების მცირე ჯგუფი ესტუმრა ქართული ღვინის გილდიას, საქართველოს სომელიეთა ასოციაციის აკრედიტი­რებულ სომელიეს ზაზა გრიგალაშვილს - შპსქართული ღვინის კოოპერაცია - 8000 მოსავალი“-ში, რომელსაც პირადად გადაეცა სერტიფიკატი კონფერენციაზე წარმოდგენილი საუკეთესო მოხსენებისთვის. კონფერენციის მონაწილეებმა დააგემოვნეს ქართველი მწარმოებლების მიერ წარმოდგენილიიბერიული ქისის“, ხიხვის ქვევრისგიუაანი“-, „ქინძმარეული“-ის ღვინოები. ბატონმა ზაზამ მოკლე ექსკურსით გააცნო კონფერენციის წევრებს ქართული მაღალი ხარისხის ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების კატალოგი.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე „chtab2020“ წარმოდგენილი მასალები გამოქვეყნდა სამეცნიერო შრომათა კრებულში - წიგნშიბიოპოლიმერების ქიმიური და ტექნოლოგიური ასპექტები“, ტომი 1. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონფერენცია საქართველოში ორგანული და ბიოორგანული ქიმიის მიმართულე­ბით ჩატარდა პირველად. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ კონფერენცია არ იქნება ერთჯერადი, მას ექნება სისტემური ხასიათი და ჩატარდება 2022 წელს – „chtab2022“.

უფრო ვრცლად და დეტალურად: კონფერენციის დღის განრიგი,  მოხსენებათა თეზისები, კონფერენციის მიმდი­ნარეობის ამსახველი ფოტო-გალერეა, ასევე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენ­ციის  შრომათა ელექტრონული წიგნი - <Сhemical and Тechnological Aspects оf Biopolymers> V.1. და სხვ. ინფორმაცია იხილეთ კონფერენციის  ვებგვერდზე:  www.chtab2020.com.ge

 

 

 

 

 

 

Photo gallery