სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია

გრძელდება სასტუმრო „ჰუალინგში“ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: "გენოციდის დანაშაულისა და ადამიანის უფლებათა დაცვის აქტუალური პრობლემები".

კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ვეფხვია გვარამია. მან მოხსენება წარმოადგინა თემაზე: ,,გენოციდის და ომის დანაშაულისათვის პასუხისმგებლობა დროში, სივრცეში და პირთა მიმართ''. ასევე მოხსენებები წარმოადგინეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა ავთანდილ ხაზალიამ, ედიშერ ფუტკარაძემ, ომარ არდაშელიამ, ლალი გაბისონიამ, განათლების ფაკულტეტის დეკანმა ლია ახალაძემ,თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა გიორგი დგებუაძემ, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ,ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა ჯემალ გახოკიძემ, იტალიის მოდენას უნივერსიტეტის პროფესორმა მასიმო დონინი-მ, ჰააგის ტრიბუნალის წარმომადგენელმა მაგალი ბობიო-მ, თეოდორა იურგინმა და მოსამართლე ანდრეს პარმასმა,აზერბაიჯანის სამართლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუტის წარმომადგენელმა ლალა ახმადოვამ.

„კონფერენცია ეძღვნება ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაციის, გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის კონვენციის 70-ე, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების მიღების მეოცე წლისთავს. კონფერენციაში მონაწილეობას მსოფლიოს 16 ქვეყნიდან ჩამოსული ოცი მომხსენებელი იღებს მონაწილეობას, სხვადასხვა უნივერსიტეტების და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები, სისხლის საერთაშორისო სასამართლოს თანამშრომლები, პრაქტიკოსი და მოქმედი მოსამართლეები, მათ შორის ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალის.

კონფერენცია ტარდება საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და სხვა შესაბამისი სტრუქტურების მხარდაჭერით.

კონფერენცია გაიხსნა 29 ნოემბერს და დასრულდება 30 ნოემბერს.

ფოტო გალერეა