news

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის გუნდი საერთაშორისო სისხლის სამართლის იმიტირებულ პროცესში მონაწილეობის მისაღებად  მიემგზავრება


2019 წლის 2 ივნისიდან 7 ივნისის ჩათვლით ჰააგაში (ნიდერლანდები) გაიმართება საერთაშორისო სისხლის სამართლის იმიტირებულ პროცესში შეჯიბრი, რომელშიც მონაწილეობის უფლება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის გუნდმა მესამეჯერ მოიპოვა.

საერთაშორისო სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესის შეჯიბრის ორგანიზატორი და მხარდამჭერია ლეიდენის უნივერსიტეტი, გროციუსის საერთაშორისო სამართლის კვლევის ცენტრი, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო, განვითარებული სახელმწიფოები და სხვა ორგანიზაციები.

საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს იმიტირებული პროცესის შეჯიბრის შესარჩევ კონკურსში მსოფლიოში ცნობილი უნივერსიტეტების სამართლის სკოლები მონაწილეობენ.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად 2018 წლის სექტემბერში დარეგისტრირდა. კონკურსის წესით, გასაუბრების გზით შერჩეული იქნენ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები გიორგი რურუა, ანა სამაკაშვილი და რეზო ჭუმბურიძე. აღნიშნულ გუნდს ხელმძღვანელობს მწვრთვნელი, პროფესორი ვეფხვია გვარამია.

საერთაშორისო სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესი ერთ-ერთი პრესტიჟული შეჯიბრია მსოფლიოში, სადაც ყოველწლიურად სამართლის ცნობილი პროფესორები უნივერსიტეტებიდან, მოსამართლეები და მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები მონაწილეობენ, განიხილავენ საერთაშორისო სისხლის სამართლის პრობლემურ საქმეს, გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს.

საერთაშორისო სისხლის სამართლის იმიტირებულ პროცესში შესარჩევი კონკურსი რამოდენიმე ეტაპისგან შედგება, რეგისტრაციის შემდეგ ირკვევა რაუნდების რაოდენობა. აღნიშნულ შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვს სახელმწიფოდან 2 გუნდს, რომელიც დააკმაყოფილებს შეჯიბრისთვის დადგენილ სტანდარტებს, კერძოდ, მომზადებული უნდა იქნას კაზუსზე სამი მემორიალი პროცესში მონაწილე მხარეების თვალსაზრისით, ინგლისურ ენაზე. ორზე მეტი გუნდის დარეგისტრირების შემთხვევაში ქვეყნიდან ტარდება ეროვნული შეჯიბრი. ვინაიდან, საქართველოდან დარეგისტრირებული იყო 2 გუნდზე მეტი, ჩვენი გუნდი ემზადებოდა ეროვნული შეჯიბრისთვის, კაზუსი, რომელიც გუნდმა მიიღო ითვალისწინებდა აგრესიის დანაშაულის კვალიფიკაციის, ჰუმანიტარული ინტერვენციის და სასამართლო სისხლის სამართლის სასამართლოს იურისდიქციის პრობლემატიკას.

გუნდმა წარმატებით გაართვა თავი დასმულ ამოცანას და მომზადა 3 მემორიალი 1. გიორგი რურუა - პროკურორის პოზიცია; 2. ანა სამაკაშვილი - მთავრობის ადვოკატი; 3. რეზო ჭუმბურიძე - დაცვის მხარის ადვოკატი. უნდა აღინიშნოს, ის რომ კონკურსის წერით ეტაპზე მემორიალების შემოწმების შედეგად, რომელსაც მსოფლიო უნივერსიტეტებიდან გუნდისათვის მინიჭებული ნომრების შედეგად ფარული ექსპერტი ამოწმებს, გუნდმა მიიღო მაღალი შეფასება და ეროვნული ჩემპიონატის გარეშე მიიღო საერთაშორისო სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესის შეჯიბრში მონაწილეობის უფლება. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმატებაზე მეტყველებს, ის ფაქტი, რომ 2019 წლის 11 აპრილს საერთაშორისო კონკურსის შედეგად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის გუნდმა უკვე მიიღო მოწვევა ჰააგიდან.

შეჯიბრში გამარჯვების შემდეგ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჰააგაში გასამგზავრებლად დახმარებას უწევს უნივერსიტეეტის რექტორი, ბატონი ზურაბ ხონელიძე, იურიდიული ფაკულტეტის საბჭო, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო და მთავრობა.

Photo gallery