სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ზაურ ლომთათიძის სახელი NASA-მ პლანეტა მარსზე გააგზავნა

2020 წლის 26 დეკემბერს გაზეთმა „საქართველოს რესპუბლიკა“ გამოაქვეყნა სტატია ჟურნალისტ გ. აბჟანდაძის წერილი „ქართველ ასტრობიოლოგთა გვარი და სახელი კოსმოსში პლანეტა მარსზე გაიგზავნა“, რომელშიც ავტორი მკითხველს ქართველ ასტრობიოლოგთა (სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ზაურ ლომთათიძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნუგზარ ალექსიძე, დოქტორანტი მარიამ ტარასაშვილი) საინტერესო კვლევების შედეგებს აცნობს. კერძოდ, მათ დამაჯერებლად დაადასტურეს, რომ შესაძლებელია მზის სისტემაში ჩვენი მეზობლის გრუნტის იმგვარი ტერაფორმირება, რომ იქ განსახლებულ ასტრონა­ვ­ტ­ებს შეეძლებათ მიიღონ არამარტო ხორბლისა  და ლობიოს მოსავალი, არამედ მო­ა­ხ­­დინონ ნებისმიერი მცენარის კულტივირება, მათ შორის – ვაზისაც. ამასთან ერთად, ზემოხსენებულმა მკვლევარებმა იზრუნეს მომავალში მარსზე გაგზავნილ დედამიწელთა სამ­შ­ე­­ნებლო მა­სალებით უზრუნველსაყოფად და მარსის გრუნტის ნიადაგიდან ქი­მიკო­სე­ბთან ერ­თად დაამზადეს სამშენე­ბ­ლო ბლო­კები, რომლებიც გამძლე აღმო­ჩ­ნდა დაბალი ტემპერატურაზე.

კვლევის შედეგები პერიოდულად ქვეყნდებოდა მაღალი სამეცნიერო ავტორიტეტის მქონე საერთაშორისო ჟურნალ „ასტრობიოლოგიაში“. ამ პუბლიკაციებისა და საერთაშორისო კონ­ფე­რენციებში აქტიური მონაწილეობისათვის ნუგზარ ალექსიძის, მარიამ ტარა­საშვილის, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზი­დენ­ტის აკადემიკოს ზურაბ ლომთათიძის გვარი და სახელი NASA-მ ჩართო იმ ასტრო­ბი­ო­ლ­ოგთა სიაში, რომელიც 2020 წელს გაიგზავნა მარსზე.

სიმღერა „ჩაკრულოს“ შემდეგ, კოსმოსში ამჯერად ქართველ ასტრობიოლოგთა ვინაობაც გაიგზავნა, რაც საამაყოა როგორც საქართველოსთვის, ასევე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვისაც.

 

ფოტო გალერეა