სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ბრძანება №15/01-13-04

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი


ბრძანება №15/01-13-04

 

 


                                                    თბილისი                                                                                                                  26.02.2021 წ.

                                                                      

სსიპ-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის  ფაკულტეტებზე აკადემიური საბჭოს წევრების ვადის ამოწურვის გამო არჩევნების დანიშვნის, წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადების განსაზღვრის და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

 

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი  პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, მე–20 მუხლის პირველი, მე–2, მე-3 და მე–4 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 57–ე მუხლის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-4 პუნქტის, მე–14 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, მე-4 პუნქტის „ა“ და ე“ ქვეპუნქტების,  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის `აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევის წესის~ პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.                  აკადემიური საბჭოს წევრების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით დაინიშნოს სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის:

·         ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური საბჭოს -1(ერთი) წევრის არჩევნები 2021 წლის 15 მარტს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა #61, პირველი სართული, ოთახი 1(თავისუფალი სივრცე).

·         ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური საბჭოს -1(ერთი) წევრის არჩევნები 2021 წლის 16 მარტს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა #61, პირველი სართული, ოთახი 1(თავისუფალი სივრცე).

·         საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის  ფაკულტეტის აკადემიური საბჭოს - 2(ორი) წევრის არჩევნები 2021 წლის 17 მარტს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა #61, პირველი სართული, ოთახი 1(თავისუფალი სივრცე).

2. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია განისაზღვროს შემდეგი  შემადგენლობით:

 

 ა) იური პაპასქუა - სსუ-ის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;

 ბ) რათა სიჭინავა - სსუ-ის სამართლისა და დიპლომატიის  ფაკულტეტის  სტუდენტი.

გ) თამარ ფიფია - იურისტი.

3. საარჩევნო კომისიას დაევალოს 2021 წლის 15 მარტს, 16 მარტს და 17 მარტს (10:00 საათიდან  17:00 საათამდე) არჩევნების დადგენილ ვადებში, მოქმედ კანონმდებლობასა და შესაბამისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობაში ჩატარება.

4. საარჩევნო კომისიის წევრებს შესრულებული სამუშაოსათვის მიეცეთ ანაზღაურება კანომდებლობით დადგენილი წესით.

5.  აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყოს 2021 წლის  2 მარტს  და დამთავრდეს 2021 წლის 5 მარტს (ყოველდღე გარდა უქმე დღისა - 3 მარტისა).

6. კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს პირადი განცხადების, პირადობის მოწმობის და მისი როგორც ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის პროფესორის/ასოცირებული პროფესორის დამადასტურებელი დოკუმენტის (კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული  და გაცემული უნივერსიტეტის პერსონალის მართვის სამსახურის მიერ) წარმოდგენის საფუძველზე 10:00-იდან 17:00-მდე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიაში (ყოველდღე გარდა უქმე დღისა - 3 მარტისა) შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას #61, პირველი სართული, ოთახი 1 (თავისუფალი სივრცე).

7. ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

8. ბრძანების ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საზოგადოებასთან  და მედიასთან ურთიერთობის სამსახურს.

9. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

10. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ასოცირებულ პროფესორ  ნინო თოფურიძეს.

11. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) ან სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონულ სასამართლოში  (მის.: ქ. თბილისი, ანა კალანდაძის  ქუჩა N7).

 

 

 

 

რექტორი                                                                                ზურაბ ხონელიძე

 

ფოტო გალერეა